1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიდი გაერთიანება, ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით”- თამარ ჩერგოლეიშვილი
“დიდი გაერთიანება, ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით”- თამარ ჩერგოლეიშვილი

“დიდი გაერთიანება, ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით”- თამარ ჩერგოლეიშვილი

336
0

უნგრეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე წერს და პარალელებს საქართველოსთან ავლებს ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ის, რასაც ახლა „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აკეთებენ, უნგრეთში უკვე გაკეთდა და სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

„უნგრეთიც საინტერესოა.

უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ.

გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ.

გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად – ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა. შ. საერთო ოპოზიციური პრაიმერი გააკეთეს. ასე შეარჩიეს მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერობის კანდიდატი.

ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით.

სულ ახლახან, კრახით დასრულდა უიდეო ერთობა – ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. კატასტროფიზმი პოპულიზმს ვერ ამარცხებს – უიდეო, მექანიკური გაერთიანებები და სოციალური ინჟინერია არ ამართლებს,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისათვის, თამარ ჩერგოლეიშვილი ხშირად აფიქსირებს საკუთარ სკეპტიკურ დამოკიდებულებას აღნიშნული სამი პარტიის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების შესახებ. ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი „ხელოვნური გაერთიანებები“ შედეგს ვერ მოიტანს.