1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც უჩვეულო და საინტერესო ისწავლოთ! თქვენი ცხოვრება ნათელი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აივსება. მთავარია, შემაწუხებელ წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ და ხასიათი არც საკუთარ თავს და არც გარშემო მყოფებს გაუფუჭოთ.
კურო
თვითორგანიზება და დისციპლინის მიმართულებით სირთულეები გელით. ჩვეულ ჩარჩოებში დარჩენას ცდილობთ, მაგრამ დღეს ამის გაკეთება საოცრად რთული იქნება. სწორედ ამას უკავშირდება შინაგანი დაპირისპირება, როდესაც სულის ერთი ნახევარი წესრიგისკენ მიილტვის, მეორე კი ქაოსისკენ.
ტყუპები
დღის განმავლობაში ტყუპების გეგმები და ინტერესები რამდენჯერმე მკვეთრად შეიცვლება. თუ გსურთ, რომ ერთ საქმეში მაინც შედეგს მიაღწიოთ, ერთ კონკრეტულ საკითხზე უნდა შეჩერდეთ. თუმცა ამ დღეს იმდენად არასერიოზული ხართ, რომ საეჭვოა, ეს გამოგივიდეთ.
კირჩხიბი
დილიდან საბრძოლო განწყობაზე ხართ, თუმცა ომის გამოცხადებას არ აპირებთ. ან რა საჭიროა? ბრძოლის დაწყება ომის გამოცხადების გარეშე ჯობია, რათა მოწინააღმდეგე დააბნიოთ. რა გასაკვირია, რომ ასეთი განწყობით მთელ დღეს კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში გაატარებთ.
ლომი
ამ დღეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თემები და ინტერესები გაგიტაცებთ და თავადაც ვერ მიხვდებით, რა უფრო გსურთ და გაინტერესებთ. ასე რომ, დღეს გრძნობების მუდმივობის იმედი არ უნდა გქონდეთ. აი, ასეთია დღეს ლომი – ცოტა თავქარიანი და მერყევი!
ქალწული
შესაძლოა, მოულოდნელად რაღაც უმნიშვნელო სისულელემ გაგიტაცოთ. თანაც იმდენად, რომ მის გამო რაღაც მართლაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. მთელ დღეს იმდენად დაბნეულად და უყურადღებოდ გაატარებთ, რომ სერიოზული საქმე არ უნდა დაგეგმოთ. უმჯობესია, ეს დღე შემოქმედებას ან სიყვარულს დაუთმოთ.
სასწორები
ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენ გარშემო ბრუნავს. ასეთ დროს გამუდმებით ცდილობთ მოვლენის ეპიცენტრში მოხვდეთ და ყველა მიმართულებით იაქტიუროთ. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა ყოველთვის სასარგებლო არ არის.
მორიელი
გამორიცხული არ არის, რომ ოჯახური დიქტატორის როლი მოირგოთ! გეჩვენებათ, რომ ასე ოჯახის სასიკეთოდ იქცევით, თუმცა ოჯახს განსხვავებული აზრი აქვს. თუ სიტუაციის ზედმეტად გამწვავება არ გსურთ, ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან საუბრის დროს ხმის ტონს დაუწიოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, რომ იდეა, რომელიც თავში მოგივიდათ, აკვიატებად არ გექცეთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, ის მაინც სცადეთ, რომ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი საუბარი შეიძლება უაზრო კამათში გადაიზარდოს.
თხის რქა
იმის გაგება გიჭირთ, რატომ ითვლება ცოდვად ის, რისი კეთებაც გსიამოვნებთ. საბოლოოდ დაასკვნით, რომ თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება. პრინციპში, ამაში ცუდი არაფერია, ოღონდ ეცადეთ, ზომიერება გამოიჩინოთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენში სხვებზე მბრძანებლობის სურვილი გაიღვიძებს. რატომაც არა, თუ საკუთარ თავში ლიდერის ნამდვილ თვისებებს გრძნობთ? თუ ეს თვისებები გაკლიათ, მაშინ არც უნდა სცადოთ. უმჯობესია თქვენი ბობოქარი ენერგია სხვა სასარგებლო საქმეზე დახარჯოთ.
თევზები
ცხოვრება გაიძულებთ, რომ გარემოებებს შეებრძოლოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი გარემოცვიდან რაღაც გაჭიანურებული პრობლემის ან კონფლიქტის მოგვარებაში ჩაგრთოთ. ბუნებრივია, ამას მთელი ძალით შეეწინააღმდეგებით, თუმცა საეჭვოა, რამე გამოგივიდეთ.