"ვაშაძემ და ჯაფარიძემ ხოშტარიას გაუარეს და გაუდგნენ გზას ევროპისკენ.
- მე გაგიძღვებითო, - უთხრა ხოშტარიამ.
- კი ბატონოო, - უპასუხეს და წაყვნენ.
მიდიან, მიდიან, მიდიან...
გავიდა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე...
მიდიან, მიდიან, მიდიან...
გავიდა ოთხი დღე, ხუთი დღე, ექვსი დღე...
მიდიან, მიდიან, მიდიან...
- აღარ მივედითო? - უკვირთ ვაშაძეს და ჯაფარიძეს.
- მალე მივალთო, - უპასუხა ხოშტარიამ.
მიდიან, მიდიან, მიდიან...
გავიდა შვიდი დღე, რვა დღე, ცხრა დღე...
და გამოჩნდა კრემლის ვარსკვლავი.
- Приехали, - თქვა ხოშტარიამ.
- Слава богу, - შვებით ამოისუნთქეს ვაშაძემ და ჯაფარიძემ."- წერს სოციალურ ქსელში ბონდო მძინარაშვილი



