28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვერძმა ზუსტად იცის რა სურს და იცის როგორ შეიძლება მიზნამდე პირდაპირი გზით მისვლა. მიზნების სიცხადე რა თქმა უნდა შთამბეჭდავია, თუმცა, პირდაპირი გზა ყოველთვის უმოკლესი არაა. თუ გაუგებრობის თავიდან აცილება გსურს, ჯობს პირდაპირის ნაცვლად, შემოვლითი გზა აირჩიოთ.
კურო
ამ დღეს არავის მისცემთ თქვენს საქმეებში ჩარევის უფლებას. ნებისმიერი წინააღმდეგობა ან ზეწოლის მცდელობა კუროს სულში ისეთ ნაპერწკლებს გააჩენს, რომ სახნძროს გამოძახება დაგჭირდებათ! ამ დღეს გუნდურ მუშაობას უნდა ერიდოთ. უმჯობესია, ეს დღე დაუთმოთ საქმეს, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ტყუპები
ამ დღეს ნებისმიერი ორაზროვნება ან გაურკვევლობა თქვენს აქტიურ პროტესტს გამოიწვევს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და მოთმინებით აღიჭურვოთ. ადრე თუ გვიან, ყველა კითხვაზე პასუხი გექნებათ. ამასთან, ზოგჯერ უთქმელი სიტყვა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ნათქვამი.
კირჩხიბი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს კონფლიქტური სიტუაციის ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. ამის მიზეზი სხვა ადამიანების აგრესიულობა კი არა, როგორც თქვენ გეჩვენებათ, არამედ თქვენივე პრეტენზიულობაა. გიჭირთ შეგუება იმ ფაქტთან, რომ თქვენი აზრი ყველასთვის საინტერესო არაა.
ლომი
ამ დღეს ლომი შეიძლება ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც მის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. ეცადეთ, ყოველგვარ დაპირისპირებას და, მით უმეტეს, ურთიერთობის გარკვევას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ავტორიტეტის ნაწილ-ნაწილ შეგროვება მოგიწევთ.
ქალწული
ერთი უხერხული შენიშვნაც საკმარისია, რომ ტირილი აგიტყდეთ. მით უმეტეს, თუ ეს შენიშვნები ცხოვრების წესს და ჩვევებს ეხება. ამ დღეს პროფესიული უნარების შესახებ კოლეგების კრიტიკას უფრო მშვიდად შეხვდებით, ვიდრე ოჯახურ ურთიერთობებზე უწყინარ ხუმრობას. საყვარელი ადამიანების კომენტარებზეც ზედმეტად მკვეთრ რეაგირებას ახდენთ. ფრთხილად! ეს კამათი შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.
სასწორები
ამ დღეს თავში შეიძლება ბევრი საინტერესო იდეა მოგივიდეთ. აუცილებელი არ არის, რომ იდეები და გეგმები დაუყოვნებლივ განახორციელოთ, მაგრამ მათი თაროზე შემოდებაც არ ღირს. ეცადეთ, უფროსს თვალში ნაკლებად მოხვდეთ და მით უმეტეს, კრიტიკის საფუძველი არ მისცეთ.
მორიელი
ამ დღეს პირველ ადგილზე ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები დგას, თუმცა, ჯერჯერობით ხელფასის გაზრდა არ უნდა მოითხოვოთ – ეს შეიძლება კამათში გადაიზარდოს და სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდეს. ეცადეთ ფინანსური პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვაროთ, ხელფასის გაზრდა კი სასურველია, სხვა დღეს მოითხოვოთ.
მშვილდოსანი
თუ არ გსურთ, რომ ეს დღე კონფლიქტით დასრულდეს, გირჩევთ, საკუთარი საქმეებით დაკავდეთ და საკუთარი აზრები თქვენთვის შეინახოთ.
თხის რქა
ამ დღეს იგრძნობთ, რომ გარემოებებზე გავლენის მოხდენა და რაღაცის შეცვლა არ შეგიძლიათ. სჯობს ამ აზრს შეეგუოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს გაღიზიანებული გაატარებთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენი მთავარი საზრუნავი სამართლიანობის პოვნაა. სხვა საკითხია, რა უნდა უყოთ ამ სამართლიანობას, როცა იპოვით.
თევზები
კარგი იქნება, თუ ამ დღეს რომელიმე კონკრეტული საკითხისა და პრობლემის გადაჭრას დაუთმობთ. გირჩევთ სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, სადაც ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.