1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა
ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა

ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა

0

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის პარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის მიერ მიღებულ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა.

მან აღნიშნა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU-მ) მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში განსხვავებული შედეგები აჩვენა. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მიღებული შედეგის „შელამაზება“ არ შეუძლია.

„ეს კატასტროფაა“, – აღიარა მერცმა.

მისი თქმით, CDU „თავდაუზოგავად იბრძოდა, მაგრამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა“.

ამავდროულად, კანცლერმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის შედეგი ბერლინში და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს.

„რეფორმები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველას რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. თუმცა ჩვენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებთ. მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ, რადგან მსურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, ურყეობასა და მოთმინებას. მე ამ თვისებებს გამოვავლენ, როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩვენი ქვეყნის კანცლერი“, – დაასკვნა მერცმა.

წინასწარი შედეგებით, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების 37% მიიღო, ხოლო გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) – 35,5%. მათ მოჰყვებიან „მემარცხენეები“ 7.5%-ით, „მწვანეები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 5,5-5,5%-ით.

ბერლინში, პირველადი პროგნოზებით, „მემარცხენე“ პარტია ხმათა უმრავლესობას – 24.5%-ს იღებს. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 20%-ით, შემდეგ მოდის AfD 16%-ით, „მწვანეები“ 15%-ით და სოციალ-დემოკრატიული პარტია 12%-ით.