“ქართველობა, როგორც ჩანს, ახლა უკვე პროფესიად უნდა გავიხადოთ და შემოვიღოთ” – ნანა გაგუა
“ქართველობა, როგორც ჩანს, ახლა უკვე პროფესიად უნდა გავიხადოთ და შემოვიღოთ. არადა, იყო დრო ბიბლიას ვთარგმნიდით და “შენ ხარ ვენახი” დავწერეთ…-წერს სოციალურ ქსელში მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა.
„ქართველობა, როგორც ჩანს, ახლა უკვე პროფესიად უნდა გავიხადოთ და შემოვიღოთ. არადა, იყო დრო ბიბლიას ვთარგმნიდით და “შენ ხარ ვენახი” დავწერეთ…
დღეს კი ქართველობა მხოლოდ ნაციონალობის “სტატუსად” აღარ გამოდგება და კითხვაზე – რას საქმიანობ? გვექნება მოკლე პასუხი – ვქართველობ. ნუ გეცინებათ…
გაბითურებული დავდივარ ჩემს საკუთარ ქალაქში ამდენ უცხოტომელთა შორის და თავი იხტიოზავრი მგონია! და “პროფესიით ქართველი” რომ შემომხვდება აქა-იქ, ისე მიხარია, როგორც 90-იანებში დენის მოსვლა და მეცხრე ბლოკის ჩართვა. და ვეკითხები საკუთარ თავს უკვე “პროფესიით ქართველი”: ეს ორმეტრიანი ამბალი ქერა-გულივერები აქ რომ ბაირამობენ და ყელყელაობენ, ჩვენი ნანი-ნანატრი ბიჭები უცხო არე-მარეებში მათ მაგიერ რატომ ათენ-აღამებენ გამურულები, გადაღლილები, მწყურვალები… და პასუხი არ მაქვს…
პატივისცემით პროფესიით ქართველი ნანა!“- წერს ნანა გაგუა.