1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – პატრიარქი შიო III ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – პატრიარქი შიო III ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – პატრიარქი შიო III ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

0

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”. 312 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა მაქსენციუსს, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქი შიო მესამე, ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

“14 სექტემბერს, 14:00 საათზე, საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.