გერმანული მედია – ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს.
მერცის კონსერვატორები შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ საკმარისი ხმები მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად მომავალ არჩევნებში. პარტიებმა ფედერალური მიწის პარლამენტში ან ფედერალურ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად ხმების, სულ მცირე, 5 პროცენტი უნდა მოიპოვონ.
„არსებობს შეშფოთება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას”, – განაცხადა მარკ რაინჰარდტმა, ამ რეგიონის პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.
ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს, 7-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფედერალურ ან რეგიონის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი იქნება პარტიისთვის, რომელიც გერმანიის ორი ტრადიციული „სახალხო პარტიიდან” (Volksparteien) ერთ-ერთად მიიჩნევა. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) გამოკითხვებში დაახლოებით 35-37 პროცენტით ლიდერობს. სოციალ-დემოკრატები (SPD), რომლებსაც რეგიონის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს, დაახლოებით 34 პროცენტით მეორე ადგილს დაიკავებენ.
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში რეგიონული არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება. გერმანული მედიის ინფორმაციით, კანცლერის პოპულარობა მკვეთრად ეცემა: ამჟამად გერმანელთა მხოლოდ 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ ფრიდრიხ მერცი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია.