1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი შარაშიძე – ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს, ეს რამდენად სწორად გამოსდის, უშვებს თუ არა შეცდომებს, გამოჩნდება, “ოცნება” ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს
გიორგი შარაშიძე – ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს, ეს რამდენად სწორად გამოსდის, უშვებს თუ არა შეცდომებს, გამოჩნდება, “ოცნება” ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს

გიორგი შარაშიძე – ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს, ეს რამდენად სწორად გამოსდის, უშვებს თუ არა შეცდომებს, გამოჩნდება, “ოცნება” ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს

0

სიმართლე გითხრათ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. თუ ეს ასე იყო, კომენტარიც ზედმეტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს.

„ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ ჯერ რაც იკვეთება, ასეა, რადგან თუ ინფორმაცია არ გაქვს, არ შეგიძლია, გამოძიებასთან ითანამშრომლო, მაშინ ასეთ მნიშვნელოვან ბრალდებას რატომ ახმოვანებ? ამ კითხვებზე პასუხები ღარიბაშვილს აქვს გასაცემი. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს რამდენად სწორად გამოსდის და უშვებს შეცდომებს თუ არა, მისი გადასაწყვეტია და გამოჩნდება. სამწუხაროდ, „ოცნება“ ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს. დღეს უამრავი გამოწვევაა, ოკუპაციით დაწყებული თუ ეკონომიკით, და პირველი კითხვა ამ თემაზეა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.