თბილისში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.
ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ტყვარჩელიდანაა, საზოგადოებამ თავდაპირველად, tiktok-დან გაიცნო. ის ახალგაზრდული ორგანიზაცია “ამრას” დამფუძნებელია და ოთხი წელია, თბილისში ცხოვრობდა.