საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამხანაგურის მატჩი „ჯვაროსნების” გამარჯვებით ანგარიშით 101:90 დასრულდა.
ისრაელთან შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადების ფარგლებში გაიმართა. აგვისტოში ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ლიბანის ნაკრები ანგარიშით 93:74 დაამარცხა.
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო 28 აგვისტოს მონტენეგროს თბილისში დაუპირისპირდება, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას შეხვდება.