რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთისთვის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტი აღარ არის
ევროკავშირის წევრობა ანკარისთვის პრიორიტეტი აღარ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის რიგებში თურქეთის არყოფნით ევროპა იქნება წაგებული.
„როგორც ჩანს, ევროკავშირს არც სურდა თურქეთის მიღება“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან F-35-ის ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებით დაპირება მიიღო და მის შესრულებას ელოდება.