1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1.23K
0

ვერძი

ბოლო დროს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ და არც ეს დღეა გამონაკლისი. შეეგუეთ იმ აზრს, რომ უცებ და მარტივად გამდიდრების შანსი ამ ეტაპზე ძალიან მცირეა.

კურო

ამ დღეს ყველაზე ადვილი საყოფაცხოვრებო სამუშაოებიც კი შეიძლება წამებად და ნერვების გამოცდად იქცეს. ასე რომ, ეცადეთ, დღეს სახლის საქმეები მინიმუმამდე შეამციროთ და საღამოს კარგად დაისვენოთ.

ტყუპები

ამ დღეს სულიერ აღტყინებას და სრულიად უადგილო ენთუზიაზმს გრძნობთ. თუ არ გსურთ, თქვენს ამაღლებულ განწყობაზე საპასუხო რეაქციამ გული გატკინოთ, ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და, თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატაროთ.

კირჩხიბი

თუ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას ცდილობთ, დღეს განსაკუთრებით ერიდეთ იმ ადგილებს, სადაც გემრიელი სუნი ტრიალებს. თავს ნუ იტყუებთ, რომ ერთ ნაჭერზე მეტს არ შეჭამთ. თავადაც იცით, რომ ერთზე გაჩერება გაგიჭირდებათ.

ლომი

ეს დღე კარგად ცნობილი დევიზით ჩაივლის – „ყველაფერი ან არაფერი“ და არავინ იცის, რომელი უკეთესია. თუმცა, თუ მთელ დროს უსაქმურობაში გაატარებთ, შეიძლება ამ დღემ დიდი ცვლილებების გარეშე, მაგრამ მშვიდად ჩაიაროს. დაფიქრდით, იქნებ მართლა დასვენება ჯობს?

ქალწული

მშვიდი და პასიური დღეა, რომელიც მოდუნებისა და დასვენებისკენ განგაწყობთ. ამაში პლანეტების განლაგებაც ხელს გიწყობთ და თქვენგან განსაკუთრებულ მიღწევებს არ ელოდება. ასე რომ, შეგიძლიათ, ინიციატივა სხვებს დაუთმოთ და მაყურებლის როლი მოირგოთ. ამ დღეს ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

სასწორები

ბოლო დროს აკვიატებული იდეა დილიდანვე მოსვენებას არ გაძლევთ. მთელ დღეს ამაზე ფიქრში გაატარებთ, თუმცა იდეის განხორციელება ადვილი არ იქნება. თუ ეს მაინც გამოგივიდათ, ნამდვილად საუკეთესო და გრანდიოზული შედეგით დასრულდება.

მორიელი

ამ დღეს უკმაყოფილების განცდა წამითაც არ გტოვებთ. ყველაზე მარტივი საქმეების განხორციელებაც კი უდიდეს სირთულეებს უკავშირდება. გაღიზიანებული ხართ და ცდილობთ, ბრაზი გარშემო მყოფებზე იყაროთ. გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ, რადგან იმაზე მეტ პრობლემებს შეიქმნით, ვიდრე ახლა გაქვთ. ხვალ ბევრი სირთულე თავისთავად მოგვარდება.

მშვილდოსანი

ცდილობთ, მეგობრები რაღაც საინტერესო საქმით დააინტერესოთ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ – ჯერ ერთი, ამ დღეს თანამოაზრეების პოვნა გაგიჭირდებათ. კიდეც რომ მოახერხოთ, შედეგი სასურველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. უმჯობესია, ინდივიდუალური საქმით დაკავდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიით ხართ სავსე, თუმცა მთავარია, რაში გამოიყენებთ ამ ძალას. თუ მას სასარგებლო საქმეებისკენ მიმართავთ, ერთ დღეში იმდენი საქმის გაკეთებას შეძლებთ, რასაც სხვები თვეების მანძილზე ვერ ახერხებენ. მაგრამ თუ რაღაც შეგეშალათ, შედეგი ბომბის აფეთქების მსგავსი იქნება.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ და უსაქმურობით დატკბეთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს შეცვლით, მეორეც, სიტუაციაზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა, ქაოსისა გარდა, არაფერს მოიტანს. თქვენი ჩარევის გარეშე კი ყველაფერი ადრე თუ გვიან მოწესრიგდება.

თევზები

დღეს რაღაც ან ვიღაც გაგაკვირვებთ და იმედებსაც კი გაგიცრუებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს წარსულიდან, რომლის ნახვაც დიდად არ გსურდათ. ნუ გექნებათ მკაცრი რეაქცია. იფიქრეთ პოზიტიურად.