1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ელჭექი, სეტყვა და ქარი – მთიან რაიონებში ამინდი გაუარესდება
ელჭექი, სეტყვა და ქარი – მთიან რაიონებში ამინდი გაუარესდება

ელჭექი, სეტყვა და ქარი – მთიან რაიონებში ამინდი გაუარესდება

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).