1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 19 აგვისტოს უფლის ფერისცვალების დღესასწაულია – რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს?
19 აგვისტოს უფლის ფერისცვალების დღესასწაულია – რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს?

19 აგვისტოს უფლის ფერისცვალების დღესასწაულია – რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს?

0

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი 12 უდი­დეს დღე­სას­წა­ულ­თა რი­ცხვში შე­დის. რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თა­ბო­რის მთა­ზე იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი სამი მო­წა­ფის – პეტ­რეს, ია­კო­ბი­სა და იო­ა­ნეს წი­ნა­შე თა­ვი­სი ღვთა­ებ­რი­ვი დი­დე­ბუ­ლე­ბა აჩ­ვე­ნა.

სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დროს მა­ცხო­ვარ­თან ზე­ცი­უ­რი დი­დე­ბით მო­სი­ლი მოსე და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი იმ ვნე­ბი­სა და ტან­ჯვის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დნენ, რაც მას იე­რუ­სა­ლიმ­ში ელო­და. მო­ცი­ქუ­ლებს შემ­დეგ თავს ელ­ვა­რე ღრუ­ბე­ლი და­ად­გა, სა­ი­და­ნაც ღვთის ხმა ამ­ბობ­და: ესე არს ძე ჩემი სა­ყუ­ა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათ­ნო ვი­ყავ. მა­გი­სი ის­მი­ნეთ” (მათე XVII, 5). ხილ­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­წა­ფე­ე­ბი პირ­ქვე და­ემხნენ, რო­დე­საც აი­ხე­დეს მათ წი­ნა­შე მხო­ლოდ იესო იდგა. მან გა­აფრ­თხი­ლა მო­მა­ვა­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რომ ეს ამ­ბა­ვი არა­ვის­თვის ეთ­ქვათ, ვიდ­რე იგი მკვდრე­თით არ აღ­დგე­ბო­და.

ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ტაძ­რებ­ში ხილი იკურ­თხე­ბა.

ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობელის მიზნით უფალს სწირავდნენ.სამწუხაროდ, უამრავ ტრადიციას აზრი დაეკარგა, რადგან ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კეთილი ტრადიცია ჩვენში დღემდე შემორჩა. მართალია, შეიძლება ჩვენი შრომით არ მოგვყავდეს ესა თუ ის ხილი, მაგრამ მისი შეძენა ხომ იგივე ჩვენი შრომის, შემოსავლის საფუძველზე ხდება.მოსავლის გარკვეული ნაწილი ეკლესიაში უძველესი დროიდან იწირებოდა. ეს იქნებოდა ხორბალი, რომელსაც სეფისკვერის გამოსაცხობად იყენებდნენ, ყურძენი, საბარძიმე ღვინის დასაყენებლად, ზეთი, კანდელისათვის თუ ცვილი, რომლისგანაც სანთელს ამზადებდნენ. ეს იყო სამადლობელი ღვთისა და შესაწირი ეკლესიისადი.ფერისცვალების დღესასწაულზე მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელიც იკურთხება და მას სწირავენ ეკელსიას, ან ისევ სახლში მიაქვთ.ხშირია კითხვა, შეიძლება თუ არა ახალი ხილის ჭამა ფერისცვალების დღესასწაულამდე. ეს აუცილებელიც არის. თუ ვინმეს სურს არავითარი ხილი არ მიიღოს ფერისცვალებამდე, ეს თავის დატანჯვა იქნება. თუ ასეთი სურვილი მაინც გვექნება, კურთხევა მოძღვრისგან უნდა ავიღოთ. საზოგადოდ იმის თქმა, რომ ხილის კურთხევამდე, არც ერთი ხილის ნაყოფის მიღება არ შეიძლება, ეს დიდი უგუნურებაა. უარს ვამბობთ იმაზე, რაც ღმერთმა მოგვცა. დღეს ხილის კურთხევისას წარმოვთქვით ლოცვა, რომ უფალმა შეიწიროს ეს ნაყოფი, მიიღოს ძღვენი და მოგვეცეს მადლი.ჩვენ ვმადლობთ უფალს იმისათვის, რაც მოგვეცა, რაც გვაქვს და რაც მოგვეცემა.”ფერისცვალების დღესასწაული თევზით ხსნილია