1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია
შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია

შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია

0

ჩვენ ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე, სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია საქართველოს და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება.

„მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობაა. 35 წელიწადი აბა, რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ? მაშინ როდესაც მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია სახელმწიფოს, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს მათი ნებაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, შეუძლებელი საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის შედარება. დავრწმუნდით ყველა, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ. ათასწლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს. ქართველს ვერც კი დაესიზმრება, იფიქროს, საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს, ევროპული იდეის გამო. ეს კიდევ ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა ხდება რეალურად ევროკავშირის გაფართოების თემაზე. როგორც ჩანს, მოლდოვას არ აქვს იმედი, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, მოლდოვას დემონსტრაციულად აცხადებენ სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. საუბარი საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და ევროკავშირში რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანით ნიშნავს, რომ მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან, როგორც ჩანს, ის რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი, როგორც ჩანს, ბრიუსელს ნელ-ნელა უკან მიაქვს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ევროპარლამენტარმა, დიანა შოშოაკემ წარადგინა.