1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კახა კალაძე – ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
კახა კალაძე – ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ

კახა კალაძე – ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ

0

დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სავიზო რეგულაციის ფარგლებში 11 ივნისს ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების მიხედვით.

„ჩვენ დიალოგს მივესალმებით. მართალია, ჩვენ ვართ ერი, რომლის მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მებრძოლები, საუკეთესო შემოქმედები, მომღერლები დიზაინერები, მწერლები არიან ქართველები. მსოფლიოში ასეულობით ერი არსებობს, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანნი, უფრო დიდი სახელმწიფოებიც, თუმცა უმეტესობას ხალხი არ იცნობს. ჩვენ, ოთხმილიონიანი ერი, ისტორიის ყველა მონაკვეთში ჩვენს კვალს ვტოვებთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ერში რაღაც განსაკუთრებულია. იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაც ჩვენზე უკეთესი ან უარესია. არა, მე იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული ხასიათი გვაქვს. სამწუხაროდ, ვერცერთმა უცხოელმა ვერ დაინახა ეს, რომ ქართველებთან თითის ქნევით საუბარი და ზემოდან ყურება წარმოუდგენელია.

ჩვენ არა ერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. არავის ვებრძვით – არც ამერიკას, არც ევროპას. საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ვიცავთ. ჩვენი პოლიტიკა აქედან გამომდინარეობს, რომ, პირველ რიგში, იდგეს სამშობლოს ინტერესები. ბევრჯერ ვთქვით, რომ დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართები ორმაგ სტანდარტს იყენებს.

„დიალოგზე ზუსტად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. როდესაც რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირისგან კრიტიკა მოდის, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანაც მსგავსი კანონის მიღებაზე იწყებს საუბარს. თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? თუ ისინი საკუთარ ქვეყნის ინტერესებს იცავენ, რატომ არ შეიძლება, რომ ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც უდიდესი წარსული და კულტურა აქვს, თავისი ქვეყანა დაიცვას?!” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციონერების განცხადებებს, რომ ევროკავშირის მიერ დაანონსებული დიალოგი, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობდეს, კახა კალაძემ აღნიშნა: „ოპოზიციის მოტივაცია ვიცით, როგორმე ქვეყანა დაზიანდეს. თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ქვეყანას ყველაფერს უსურვებენ. მათ არ უხარიათ, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიურად წინ მიდის და ა.შ.”