უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრისა და შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად – ერთად დავძლიოთ აუტიზმი
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი, ნეირობალანსირების ცენტრს ეწვია და შშმ ბენეფიციარები საჩუქრებით გაახარა.
ეკა სეხნიაშვილი- შშმ ბავშვთა უფლებადამცველი, ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“-ის პროექტის ხელმძღვანელი : ,,საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებით და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ჩვენ ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ ტკბილეულით ან საჩუქრებით, არამედ უნდა გავზარდოთ მათი ჩართულობა სოციუმში. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.
აუტიზმი დაძლევადია და თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს: მათ შორის, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერ ორგანიზაციებს : კლინიკა ,,ლიდერმედს“, რომელმაც საოცარი საჩუქრები მოუმზადა ჩვენს პატარებს, “ავიაკომპანია Geosky”-ს , შპს ,,ექსპრესსერვისი 2008“-ს , ფონდ ,,მადლიერებას“, ,,ნაზილბე +“… ასევე კომპანია ,,სანდომს“ , რომელიც მუდმივად ანებივრებს ჩვენს პატარებს ტკბილეულით: ბავშვთა სამოსის მაღაზიათა ქსელს ,,ბებეს“ და ა.შ. ასევე აღნიშნულ ღონისძიებაზე შშმ პატარებმა ,,ჯინო ფერედაისის“ აკვაპარკის სასაჩუქრე აბონიმენტები მიიღეს და მადლობა გადაუხადეს კომპანიის მესვეურებს , ხოლო საბავშვო გასართობი ცენტრი ,,ლაიქი“ წარმოდგენილი იყო ფიფქიასა და ბეტმენის თოჯინებით, შშმ ბავშვებს ,,ლაიქის“ ცენტრის გასართობი ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად. ,Big Sam, s“ –s საოცარი გემოების მქონე ბრენდმა, ბავშვებს საბავშვო მენიუს აბონიმენტებით დაასაჩუქრა. მადლობა ყველას, ვინც სულ მცირედით მაინც გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და 1 ივნისის ბავშვთა დღე გაულამაზა მათ.
პ.ს. ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ერთად დავძლიოთ აუტიზმი- თანადგომით ეს შესაძლებელია!
