1-ელი ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 27 იანვარს – წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლის დღეს.
ეს დღესასწაული განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ კულტურასა და ისტორიაში, რადგან მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა, ზაბულონი, საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა.
დაახლოებით 323 წელს წმინდა ნინო ჯავახეთის მთებით, კერძოდ ფარავნის ტბის გავლით, შემოვიდა საქართველოში.
მას ხელში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა, რომელიც საკუთარი თმით ჰქონდა შეკრული.
წმინდა ნინოს საბოლოო განსასვენებელი კახეთში, ბოდბის დედათა მონასტერშია, სადაც დღესასწაულზე ყოველთვის განსაკუთრებული საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება