1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი

გახსოვდეთ, რომ თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება, ამიტომ გარშემო მყოფების შეზღუდვა და მათზე ზეწოლა არ უნდა სცადოთ. თუ მოთმინებასა და კეთილგონიერებას გამოიჩენთ, ყველა პრობლემა სწრაფად მოგვარდება, აჩქარებით მხოლოდ საქმეს გაართულებთ. თუ სამსახურში საკუთარი უნარები სრულად გამოავლინეთ და მაინც „ერთ ადგილს ტკეპნით“, სამუშაო ადგილის შეცვლაზე უნდა იზრუნოთ. ფინანსურ სფეროში სპონტანურ გადაწყვეტილებებს ერიდეთ – ჯობია, წინასწარ დაგეგმილ გეგმას მიჰყვეთ. ეცადეთ, თქვენს გატაცებებს მეტი დრო დაუთმოთ. ეს ემოციური მდგომარეობისა და სასიცოცხლო ტონუსის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

კურო

ეს დღე რომანტიკული შეხვედრებისთვის არ გამოდგება — მთვარე სატურნთან დაპირისპირებულია, ამიტომ კონფლიქტების ალბათობა მაღალია. არც მოგზაურობების დაგეგმვა ღირს, რადგან გეგმები მალე შეიცვლება. შესაძლებელია, ერთდროულად უამრავი საკითხის გადაჭრა მოგიწიოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს და ყურადღებით აკონტროლეთ ხარჯები, რომლებმაც შეიძლება მატერიალურ დანაკარგებამდე მიგიყვანონ. ამ დღეს ინტუიცია ცუდი მრჩეველი იქნება, აჯობებს გონების ხმას მოუსმინოთ. სასურველია, საღამო ოჯახურ წრეში გაატაროთ და ბოლო სიახლეები განიხილოთ.

ტყუპები

ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე, თუმცა ინტრიგებით სავსე იქნება. თუ მარტოხელა ხართ, სიმპათიურ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენს ყურადღებას თავისი ინტელექტით მიიქცევს. პირად ცხოვრებაზე ბევრს ნუ ისაუბრებთ, თუ არ გსურთ, რომ ჭორების ობიექტად იქცეთ. სამსახურში უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ ყველაფერს დროულად დაასრულებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება მხოლოდ ერთ მიზანზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ახალ ნაცნობებს ბრმად არ უნდა ენდოთ. სპონტანურმა და დაუფიქრებელმა ხარჯებმა შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. უმოძრაობით გამოწვეული ზურგის ტკივილის ასაცილებლად, ეცადეთ სპორტს მეტი დრო დაუთმოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, მეუღლეს ან ოჯახის სხვა წევრებს პრობლემების მოსაგვარებლად თქვენი დახმარება დასჭირდეთ. თქვენი ზრუნვა და თანადგომა ოჯახში ურთიერთობების განმტკიცებას ხელს შეუწყობს. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით და თავი შეიკავეთ ფულთან დაკავშირებული ავანტიურებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში ხელმძღვანელის აზრი გაითვალისწინოთ და დავალება მშვიდად შეასრულოთ. ხელსაყრელი დროა კოსმეტიკური სალონების მონახულებისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის. თუ ახლობლები გეუბნებიან, რომ ცუდად გამოიყურებით, მიზეზი მჯდომარე ცხოვრების წესი და ჟანგბადის ნაკლებობაა.

ლომი

თუ საყვარელ ადამიანთან ერთად ძალიან ცოტა დროს ატარებთ, მზად იყავით, რომ საღამოს მისი პრეტენზიების მოსმენა და თავის მართლება მოგიწევთ. არახელსაყრელი დღეა სამსახურსა თუ ბიზნესის სფეროში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. ცდილობთ, სასურველი სინამდვილედ წარმოაჩინოთ და უგულებელყოთ ის, რაც ყურადღებას იმსახურებს. ბედისწერამ შესაძლოა თქვენს გეგმებში ცვლილებები შეიტანოს, ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ცხიმიანი, მაღალკალორიული კერძების დაგემოვნებას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს ვიტამინებითა და უჯრედისით მდიდარი, მარტივი კერძები მიირთვათ. გაუფრთხილდით გულს და მოერიდეთ უარყოფით ემოციებს.

ქალწული

თუ გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა თანდათან ცივდება და ერთმანეთთან სალაპარაკო თემებს ვერ ნახულობთ, დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ნათესავებთან უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტის რომელიმე მხარემ სასამართლოს მიმართოს. სამსახურში მოსალოდნელია ფინანსური შემოწმებები. გირჩევთ, თავი დაიზღვიოთ და საბუთები მოაწესრიგოთ. სასურველი შედეგის მისაღებად შემოქმედებითი მიდგომა და პირადი ინიციატივა ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედებს. შესაძლოა, ხანდაზმულ ნათესავს ქრონიკული დაავადება გაუმწვავდეს. მზად იყავით, რომ საჭირო დროს ექიმთან წაიყვანოთ.

სასწორი

იუპიტერისა და ვენერას კვინკონსი გულწრფელი და ღია ურთიერთობისთვის განგაწყობთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის საქმეს, რომელიც შეგიძლიათ დღესვე დაასრულოთ, მით უმეტეს, რომ კოლეგები მზად არიან, დაგეხმარონ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და ნუ დაეყრდნობით ინფორმაციას, რომელიც უცნობი პირებისგან მიიღეთ. ეცადეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. ეს დღე შეძლებისდაგვარად, პასიურად გაატარეთ და თავს ისეთი საქმეებით ნუ გადაიტვირთავთ, რომელთა შესრულება ენერგიის დიდ ხარჯვას მოითხოვს. საღამოს საათები თვითგანვითარებას დაუთმეთ ან, უბრალოდ, მარტოობაში დაისვენეთ.

მორიელი

ამ დღეს ვენერა თავისი მფარველობით გულუხვად დაგაჯილდოებთ. ნათესავებთან ურთიერთობაში არსებულმა სირთულეებმა შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ. სახლშიც და სამსახურშიც უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ შეეცადეთ ისინი მშვიდად და აუღელვებლად დაასრულოთ. ახლობლებისგან დახმარებას ნუ ელოდებით — ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. გირჩევთ, ფული არავის ასესხოთ, თორემ ფულსაც დაკარგავთ და მტრებსაც გაიჩენთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მშვილდოსანი

თუ უფროსი ნათესავის რჩევას გაითვალისწინებთ თქვენი ცხოვრებიდან ბევრი პრობლემა გაქრება — კონფლიქტების უმეტესობა ხომ ურთიერთგაგების ნაკლებობის გამო ხდება? დროა, საყვარელ ადამიანთან ერთობლივ შვებულებაზე იფიქროთ. ეს ურთიერთობის განახლებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, საკუთარი მოვალეობების სხვისთვის გადაბარების სურვილი გაგიჩნდეთ. ცდუნებას ნუ აჰყვებით, თორემ თქვენი ავტორიტეტი შეილახება. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მოერგოთ ცვლილებებს, რათა მათგან პოზიტიური გამოცდილება მიიღოთ.

თხის რქა

სასიყვარულო საქმეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ! თავს ნუ დაკარგავთ იმ ადამიანის გამო, რომელსაც ანგარება ამოძრავებს. დროა, ოჯახში მოვალეობები სწორად გაანაწილოთ, თორემ მცირე უკმაყოფილება შეიძლება დიდ სკანდალში გადაზარდოთ. ახლოვდება დადებითი ცვლილებები, რომლებიც ფრთებს შეგასხამთ და მთელ ოჯახს სასიამოვნო ემოციებს მოუტანს. დროა, სამსახურში თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ ენერგიას წაგართმევთ, თუმცა ეს სასიამოვნო საზრუნავი იქნება. თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა იდეალურისგან შორსაა, თუმცა ეს ხანმოკლე პრობლემებია, რომლებიც მალე დაგავიწყდებათ.

მერწყული

სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დღეა. ნუ დანიშნავთ პაემნებს უახლოესი 24 საათის განმავლობაში, თორემ გულნატკენი დარჩებით. ამ დღეს გამოჩენილი შეუპოვრობა სარისკო საქმეში წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, ერთ-ერთ ოჯახურ პრობლემას სწორედ დღეს გადაჭრით. სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები, რომლებსაც გამოცდილი კოლეგების დახმარებით წარმატებით გაუმკლავდებით. თუ ამ დღეს კუჭში სიმძიმეს იგრძნობთ, ეს პირველი ნიშანია, რომელიც მიუთითებს, რომ სასწრაფოდ მენიუს შეცვლა გჭირდებათ.

თევზები

შესაძლოა, სასიყვარულო საქმეებში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამორიცხული არ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებები. თქვენი დაუსრულებელი პრეტენზიები შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუ სამსახურში გამოცდილი და კვალიფიციური კოლეგების რჩევებს გაითვალისწინებთ, შესაძლოა, შეცდომა თავიდან აიცილოთ. უარი არ უთხრათ მეგობრებსა და ნაცნობებს მხარდაჭერაზე. შეეცადეთ, ემოციური დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ, რომელიც თქვენს ინდივიდუალურობას ზღუდავს. ეს საშუალებას მოგცემთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა მოაგვაროთ.