20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობაზე უარი უნდა თქვათ. გაფრთხილება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ვირტუალურ კავშირებს ეხება. მშვენიერი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისა და ერთობლივი დასვენებისთვის — ეცადეთ, საკუთარ თავს და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს პატარა დღესასწაული მოუწყოთ. უახლოეს დღეებში საკუთარი და სხვების შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. ქაღალდებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ფაციფუცი დიდ დროს წაგართმევთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, რადგან სამომავლოდ მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანები ძალიან უნდა გადაიტვირთონ.
კურო
სასიყვარულო ურთიერთობებმა რომ სიხარული მოგიტანოთ და ტვირთად არ გექცეთ, მრავალფეროვნება გჭირდებათ. გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ — ამ დღეს ბედთან კამათი სრული უაზრობაა. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში თქვენმა გუნდმა ფინანსური ბონუსი მიიღოს, თუმცა დასაჩუქრებულთა სიებში იქნებით თუ არა, ჯერჯერობით უცნობია. დღეს წარმატება ავანტიურისტულ წამოწყებებშიც კი თან გდევთ. სიზმრები წინასწარმეტყველური იქნება და მათ ასრულებას უნდა ელოდოთ. უმჯობესია მარტო სეირნობაზე, სწრაფ სიარულსა და ექსტრემალურ სპორტზე უარი თქვათ. შესაძლოა, საღამოს გეგმების მოულოდნელი შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ ეძებეთ სიხარული წვრილმანებში და დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ.
ტყუპები
გრძნობების განახლება ჰაერივით გჭირდებათ. ეს რომანი ხანმოკლეც რომ იყოს, თქვენს სულში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. თუ დაქორწინებული ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ყველაზე უწყინარი ფლირტიც კი შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემად გექცეთ. სავარაუდოდ, კოლეგები პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან, თქვენ კი მადლიერების ნიშნად, საინტერესო იდეას გაუზიარებთ. თუ დიდი ხანია, ახალი საქმის ან პროექტის დაწყებას გეგმავდით, დღეს ამისთვის შესანიშნავი დროა. საღამოს შეიძლება ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემებმა იჩინოს თავი, თუმცა საგანგაშო არაფერია.
კირჩხიბი
ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან უთანხმოებისკენ უბიძგებენ, თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა ორმხრივ გრძნობებს მხოლოდ სასიამოვნო სიმძაფრეს შემატებს. დაოჯახებულ კირჩხიბებს მეორე ნახევართან ურთიერთობა დაეძაბებათ. შეეცადეთ არ წამოიწყოთ კამათი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ნათესავებთან ურთიერთობას ეხება. შესაძლოა წარმოიშვას სირთულეები კანონიერი ანაზღაურების მიღებისას. შეგიძლიათ დააყენოთ საკითხი ხელფასის მომატების შესახებ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ. ეცადეთ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ,
ლომი
სასიყვარულო საქმეებში ჯობია შესვენება აიღოთ — დიდი ალბათობით, ამ დღეს პაემანი წარუმატებელი იქნება. არასწორად გაგებული სიტყვები შეიძლება ოჯახში ჩხუბის მიზეზი გახდეს. ხანდახან შინაგანი სიმშვიდისთვის ოჯახის წევრებისგან დასვენება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა აუცილებელია. დასახული მიზნების მისაღწევად თანამოაზრეების მიზიდვა და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. იზრუნეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და ნუ დაელოდებით, სანამ ინფლაცია თქვენს დანაზოგებს გაანადგურებს. თუ ზედმეტი წონა გაქვთ, მაიონეზიან სალათებს მოერიდეთ და ვარჯიში დაიწყეთ.
ქალწული
წინ სასიყვარულო შეხვედრები და განშორებები გელით. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. გამორიცხული არ არის წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები. შესაძლოა არაკეთილმოსურნეებმა თავი შეგახსენოთ, მაგრამ პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და სამუშაო დღის განმავლობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ახლობელი ადამიანი მომგებიანი წინადადებით მოგმართავთ. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, თორემ იღბალს ხელიდან გაუშვებთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ჩვეულ მენიუს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
სასწორი
მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეს ან სასურველ შეხვედრას ელოდეთ. მოერიდეთ თვითანალიზს ან ცხოვრების მეგზურის მიმართ დაუსაბუთებელ პრეტენზიებს. ნებისმიერი გზით თავი აარიდეთ ინტრიგებს, რომლებშიც არაკეთილმოსურნეები თქვენს ჩათრევას ცდილობენ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცდილი კოლეგების რჩევები გაითვალისწინეთ. შესაძლოა, ბანკმა კრედიტზე უარი გითხრათ, ამიტომ უახლოეს პერიოდში ფინანსურ დაწესებულებებს არ მიმართოთ და სესხი მეგობრებს ან ნათესავებს სთხოვეთ. შესანიშნავი დღეა სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობისთვის. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნო დასვენება თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.
მორიელი
ამ დღეს შეგიძლიათ პარტნიორი რომანტიკული საჩუქრით გაახაროთ. ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. თუ წვრილმან საქმეებზე არ მოცდებით, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის. კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა შეიძლება მადლიერი ხელმძღვანელობისგან ფულადი წახალისება მიიღონ, ხოლო ყველაზე ნიჭიერებს სამსახურებრივი წინსვლა ელით. თქვენი ორგანიზმი დაჟინებით დასვენებას ითხოვს და ამის დრო უნდა გამონახოთ.
მშვილდოსანი
დროა, თქვენს ძველ საქციელს ახლებურად შეხედოთ. პირველ რიგში, ეს ურთიერთობებს ეხება — როგორც სასიყვარულოს, ისე მეგობრულს. ხანდაზმულმა ნათესავმა შესაძლოა ჭკვიანური რჩევა მოგცეთ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული ეკონომიურად ხარჯოთ და დაასრულოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომლის გვერდითაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. სჯობს თავი შეიკავოთ სეირნობისგან და განსაკუთრებით, ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან – ინფექციების რისკი გაზრდილია!
თხის რქა
სრულიად შესაძლებელია, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ. თუ რემონტის დაწყებას გეგმავთ, უმჯობესია, ე.წ. კოსმეტიკურ რემონტს დასჯერდეთ და მასშტაბური სამუშაოების დაწყებას მოერიდოთ. მეწარმეებს ამ დღეს ექნებათ შანსი, რომ თავიანთი სახსრები მომგებიანად დააბანდონ. ბევრი თხის რქა დაინტერესებული იქნება დამატებითი შემოსავლის პოვნით. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ჩაებათ საეჭვო ავანტიურებში, განსაკუთრებით თუ თქვენს ჩათრევას ნაკლებად ნაცნობი ადამიანი ცდილობს. შესაძლოა სასწორზე არა მხოლოდ თქვენი ავტორიტეტი, არამედ ფული და შესაძლოა, თავისუფლებაც დაიდოს. შეეცადეთ ამ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ისარგებლოთ.
მერწყული
ამ დღეს სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა მომავალში შეიძლება მეგობრულ ან სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზარდოს. დატკბებით შინაური გარემოს სიმშვიდითა და ჰარმონიით. გეგმები, რომლებსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით, ბოლოს და ბოლოს, წინ წაიწევს. შანსი გაქვთ, რომ ფინანსური სიტუაცია გააუმჯობესოთ — ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ შესაძლებლობა გექნებათ, დიდი თანხა გამოიმუშაოთ! მზად იყავით ახალი შესაძლებლობების მისაღებად, რომლებსაც მალე შეამჩნევთ. შეეცადეთ, ფული საეჭვო ინვესტიციებში არ დახარჯოთ. ყურადღება მიაქციეთ დიეტას – მოერიდეთ კალორიულ კერძებს, ხილ-ბოსტნეული კი აუცილებლად საგულდაგულოდ გარეცხეთ.
თევზები
ვარსკვლავები მარტოხელა ადამიანებს რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, დაოჯახებულებს კი — სასიამოვნო, რომანტიკულ საღამოს. კეთილგანწყობილი ვენერა თქვენს ურთიერთლტოლვას კიდევ უფრო გააძლიერებს. მეგობარს ან ნათესავს თქვენი დახმარება სჭირდება, თუმცა ამის პირდაპირ თქმა ერიდება. ასტროლოგები გირჩევენ, სიფრთხილით მოეკიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ მიმართ გადაჭარბებულ ინტერესს იჩენენ. გაატარეთ ეს დღე თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად, იმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაწუხებთ და შეადგინეთ გეგმა მოახლოებული შვებულებისთვის. ვარსკვლავები გვარწმუნებენ, რომ ჯანმრთელობასა და განწყობაზე ჩივილი არ მოგიწევთ. პირიქით, შესანიშნავ ფორმაში ხართ, რაც სამსახურებრივი თუ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ დიეტაზე ხართ, დღეს შეგიძლიათ გამონაკლისი დაუშვათ — თქვენს ორგანიზმს ახლა დამატებითი კალორიები სჭირდება.