1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე

ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე

2
0

ირანმა უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „როიტერი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ირანს წინადადება პირველ აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, თუმცა წყარომ არ დაასახელა, თუ რომელმა ქვეყანამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს განცხადება არ გაუვრცელებია.

ამასთან, როგორც „სქაი ნიუსი” წერს, ირანმა ოფიციალურად აცნობა შუამავლებს, რომ არ სურს უახლოეს დღეებში ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ ომის საბოლოოდ დასრულებას დაეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტას.