1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

259
0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.