გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტტან, ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრას ეხებოდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.