1. Home
  2. TOP სიახლე
  3. GM PHARMA და PSP – 26 წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
GM PHARMA  და PSP –  26 წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

GM PHARMA და PSP – 26 წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

88
0

საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს წელს 26 წელი უსრულდება. 26 წელია გრძელდება GM PHARMA-სა და სააფთიქოლ ბაზრის ლიდერის – PSP-ს სტრატეგიული პარტნიორობაც, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ახლახანს, GM PHARMA-ს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდმა PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფარმაცევტებთან სტრატეგიული სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს თანამშრომლობის 26-წლიანი გამოცდილება და განიხილეს პარტნიორობის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებები.

კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ფარმაცევტულ ბაზარზე მომხმარებელთა მოთხოვნებსა და ტენდენციებზე, GM PHARMA-ს წარმოებაში დანერგილ ინოვაციებსა და სიახლეებზე, ახალი მედიკამენტების განვითარების გეგმებზე, ასევე GM PHARMA-სა და PSP-ს პარტნიორობის გაღრმავებაზე.

GM PHARMA, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოების მქონე კომპანია და PSP, როგორ ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი, პარტნიორობის ფარგლებში, მუდმივად მუშაობენ ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება:

• ხარისხის გარანტიას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,

• სანდო არჩევანს – მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალურ რეკომენდაციებზე დაყრდნობით

• მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას

GM PHARMA და PSP მადლობას უხდიან მომხმარებლებს ნდობისთვის, ხოლო თანამშრომლებს – პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც წლების განმავლობაში, ერთი მხრივ, წარმატებული პარტნიორობის საფუძველი გახდა, ხოლო მეორე, მხრივ უდიდესი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

(R)