1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი
ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი

ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი

72
0

ის ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, ისინი თავს დემოკრატიის მიღმა აყენებენ. ამიტომ არ აქვთ მათ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რა ინიციატივას ამზადებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით?

„ჩვენი გეგმა არის ის გეგმა, რომელსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიჰყვება, რომელიც პატივს სცემს სახელმწიფოებრიობას. კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა არის საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი სახელმწიფოსი. ის ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, ისინი თავს დემოკრატიის მიღმა აყენებენ. ამიტომ არ აქვთ მათ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით. სწორედ ამას ეხება ეს ყველაფერი. ეს არ ეხება ცალკეულ ჯგუფებს, ადამიანებს, მარგინალიზებულ, უსამშობლო ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ.

სინამდვილეში, ეს ეხება უცხოურ ჩარევას. ესეც არის გარე ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც ვაკვირდებით, როდესაც ცდილობენ, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციაზე თავდასხმით საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს ძირი გამოუთხარონ და ამით გაგვიუქმონ სახელმწიფო. ამის კარგი მაგალითია, რომ სიტყვა არ მქონდა ნათქვამი, გამოვიდა ესტონელი დეპუტატი და არალეგიტიმური წარმომადგენელი მიწოდა. რა უნდათ ამ ადამიანებს, რას გვერჩიან, რა დავუშავეთ ასეთი საბჭოთა კავშირის დროს, რომ დღემდე რაღაც აწუხებს ამ ხალხს?

ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს რამე ქართული მოვლენა კი არ არის, ეს არის გარედან დაკვეთა, რომ გააუქმონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დაგვაყენონ მოლდოვის გზაზე, რომ რაღაც მომენტში ვთქვათ, რომ ვართ პატარა, უსუსურები, იქნებ ვინმემ მიგვიერთოს და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ტერიტორია. კონსტიტუციური წესრიგის არაღიარება, კონსტიტუციური ორგანოების არცნობა, იმის თქმა, რომ კანონი მათთვის კანონი არ არის, სასამართლო სასამართლო არ არის, არ აღიარებენ ამ ყველაფერს, ანუ არ აღიარებენ სახელმწიფოს, ეს არის გარედან წამოსული დაკვეთა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ამის მოწესრიგება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.