ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 92 პროცენტი მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზეა. საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 23 სახელმწიფოს და სხვა განვითარებულ ქვეყანას: გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, ესპანეთს, ბელგიას, ირლანდიას, პორტუგალიას, ლიეტუვას, ლატვიას, კვიპროსს, უნგრეთს, ჩეხეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და ასევე, ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.