“დიფ სთეითმა” ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვით ხალხის უკმაყოფილება გაზომა და საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი – ზაზა შათირიშვილი ვრცლად:
ოლიგარქიული მმართველობა ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა მისივე მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტიკური კლასის დისკრესიტაციას. „დიფ სთეითი“ ევრობიუროკრატიის და ზოგადად, ევროპაში პოლიტიკის უუნარობის დამტკიცებას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, „დიფ სთეითმა“ ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, როგორი ცუდია ეს ყველაფერი“.
„დროის მოკლე მონაკვეთში, ევროკავშირის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის რიგით მეორე კვლევა ქვეყნდება, რომელსაც ამჯერად ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია FGS Global-ი აწერს ხელს და რომელიც ევროპელთა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განწყობებს შეეხება. მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის აბსოლუტურ ნიჰილიზმსა და უიმედობას საკუთარი მთავრობებისა და ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის მიმართ, ფართოდ შუქდება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასობრივი მედიის საშუალებებში. კვლევის მთავარი სათქმელი კი ასე იკითხება – გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „ევროკავშირის საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.
იქამდე იყო Ipsos-ის ასევე მასშტაბური კვლევა, რომელიც, როგორც თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, ხუთი თვის განმავლობაში მზადდებოდა და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. ევროპელი მოქალაქეების სკეპტიციზმის და უიმედობის დონე იქაც უმაღლეს ნიშნულზე იყო. Ipsos-ის თანახმად ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამ უკმაყოფილების უკან ევროპელი მოსახლეობის 65% დგას. ერთი შეხედვით, როგორც დღევანდელმა, ასევე ორი თვის წინანდელმა კვლევამ, მარტივი მოცემულობა აჩვენა – დიდი ეკონომიკური განსწავლულობა არ სჭირდება ევროკავშირის პრობლემების გაანალიზებას, ისედაც ხელის გულზე დევს გაერთიანების ღრმა კრიზისი, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ცხადია, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ცდილობენ მის ტირაჟირებას.
მსგავსი, უკიდურესად ნეგატიური და პოლიტიკურად დამაზიანებელი სოციოლოგიის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს. პირველ რიგში, ამ წერილის ავტორმაც და მკითხველებმაც კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ ერთმანეთს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ევროკავშირში, „დიფ სთეითის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ახალ და არც Ipsos-ის ბოლო კვლევაში შემთხვევითი არც ერთი გრაფა და არც ერთი რიცხვი არ არის. ყველა გამოქვეყნებული მონაცემის უკან „დიფ სთეითის“ ინტერესი დგას.
ფაქტია, ოლიგარქიული მმართველობა ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა მისივე მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტილური კლასის დისკრესიტაციას. „დიფ სთეითი“ ევრობიუროკრატიის და ზოგადად, ევროპაში პოლიტიკის უუნარობის დამტკიცებას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, იქნება ეს კვლევები, აშშ-ის ლიდერების მხრიდან დამამცირებელი განცხადებები, უშუალოდ ევროპელი პოლოტიკოსების არააადეკვატური, შეუსაბამო და დამაზიანებელი ნაბიჯები თუ კრიზისების წინა პლანზე წამოწევა ცალკეულ ქვეყნებში…
შესაბამისად, ერთი შეხედვით პარადოქსური მოცემულობა გვაქვს, როდესაც წლების მანძილზე სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების დავალებით, აგენტურული პოლიტიკური ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას, დღეს ტოტალურად გაკონტროლებული მედიით და მათი შეკვეთით დაწერილი კვლევებით გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი უკმაყოფილოა, თურმე პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაამართლა და არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველყოფას. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ – „დიფ სთეითმა“ ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი… ცინიზმის მწვერვალია არა? მაგრამ არა – ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ოლიგარქები მათივე დავალებით დანგრეული ევროპული კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟირებას გააგრძელებენ, კონტროლირებად მედიებს ალაპარაკებენ, რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა მაკრონის, მერცის, ფონ დერ ლაიენის, კალასის და პოლიტიკური „ლიდერების“ ბრალია, რითაც მაქსიმალურად მოახდენენ მმართველობის ამ ფორმის უუნარობის წარმოჩენას. საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს.
ჩემი გათვლებით, უახლოეს პერიოდში ეს იქნება თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც სრულად განიდევნება პოლიტიკა, დემოკრატია, არჩევნები, ხალხის ხმის უფლება და სანაცვლოდ დაკანონდება მმართველობის მკაცრი, კორპორაციული ვერტიკალი, რაც რეალურად ოლიგარქიული ოჯახების უკვე არა აგენტურის ხელით, არამედ ოფიციალურ მმართველობას დააკანონებს. კორპორაციული სისტემის ერთ, საცდელ ქვეყანაში იმდენად სწრაფად გამოსწორდება ყოფითი პრობლემები, რომ სხვა ქვეყნები იმავე მოდელის დასანერგად რიგშიც კი ჩადგებიან, რაც საბოლოოდ „დიფ სთეითის“ მხრიდან ქვეყნების პირად საკუთრებაში გადაფორმებით დასრულდება. ცალკე საკითხია, რა ბედი ელოდებათ ამის შემდგომ ერებს, სარწმუნოებას, ხალხების იდენტობას, კულტურასა და ტრადიციებს, რაზეც აქ არ შევჩერდები, თუმცა კი ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.