1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დაე, ხალხმა გადაწყვიტოს – ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ
დაე, ხალხმა გადაწყვიტოს – ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ

დაე, ხალხმა გადაწყვიტოს – ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ

237
0

ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. 

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა – ჯონდი ბაღათურიამ, დავით ოსეფაშვილმა და კახაბერ მაისურაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ინიციატივა დაარეგისტრირეს. ისინი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საყოველთაო პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ პრემიერ-მინისტრს, მოწვეულ იქნეს საყოველთაო-სახალხო პლებისციტი შეკითხვით – გინდათ თუ არა გაწევრიანება ევროკავშირში და გსურთ თუ არა გაწევრიანება NATO-ში? ეს ახალი ობიექტური რეალობაა. ჩვენ ვნახეთ NATO-ში გაწევრიანების სურვილმა რა შედეგები მოუტანა უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, როგორი “მადლიერებით” დააფასა ევროკავშირმა და NATO-მ საქართველოს ერთგულება და ის თავგანწირვა, რომელიც საქართველომ ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.