1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ერთად დავძლიოთ აუტიზმი”-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად
“ერთად დავძლიოთ აუტიზმი”-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად

“ერთად დავძლიოთ აუტიზმი”-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად

158
0

უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი, პროექტ “ერთად დავძლიოთ აუტიზმის” ფარგლებში, ტრადიციულად, ნათლისღების დღესასწაულის მისალოცად შშმ ბავშვებს ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა. ბავშვთა ნეირობალანსირების ცენტრში ,შშმ პატარებისთვის განსაკუთრებული დღესასწაული და ზეიმი გაიმართა. შემეცნებით-გასართობ ღონისძიებასთან ერთად პატარებმა საჭირო ინტეგრირებისთვის უამრავი საჩუქარი მიიღეს.

ეკა სეხნიაშვილი- აუტისტური და შშმ ბავშვთა უფლებადამცველი, ჟურნალისტი, “ერთად დავძლიოთ აუტიზმის”-ის პროექტის ხელმძღვანელი:”ყველამ განსაკუთრებულად უნდა გააცნობიეროს, შშმ პატარებს ჩვენგან მიმღებლობა და თანადგომა სჭირდებათ. ისინი საოცრად ნიჭიერები არიან , აღქმის უმაღლესი უნარებითა და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. საზოგადოებამ უნდა გაზარდოს მათი ჩართულობა სოციუმში. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის , რაც ბოლო დროს, საგრძნობლად გაიზარდა.
ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს. მათ შორისაა, “ინსი”, “ანაგი”, “ვესტ ინვესტი”, “სანდომი”, “ასკანელი ძმები” , “ალგანი” და ა.შ. მადლობა თანადგომისათვის : საკონდიტროთა ქსელ “გურმეს”, “ფრესკოს”, სათამაშოების მაღაზიათა ქსელ “ჭიტას”, “ეკო ბაღს”, ჰიპერმარკეტების ქსელს “აგროჰაბს”, “აისიარ ტრეიდის”, საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ “გარფილდს”,საკონდიტრო “მადარტს” და საკონდიტრო “ასორტს”.
განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს ნეირობალანსირების ცენტრის ჩართულობა და მზაობა მისივე ბენეფიციარების თანადგომისა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შესაქმნელად.
პ.ს. ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. აუტიზმი დაძლევადია და ერთად ყველაფერს შევძლებთ! .