1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი
უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი

უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა შეგვიშლის ხელს, პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა -ნინო წილოსანი

94
0

იმ საფუძვლების გამარტივება, რითაც ისინი ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებენ, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის მატარებელია, ეს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართაც არაერთხელ გამოხატულა, როცა გარკვეული შანტაჟის ფორმებს იღებდა, ამ შემთხვევაშიც ვიცით, რომ ვიზალიბერალიზაცია ამ მიზნებისთვის გამოიყენება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, გაწერილია ისეთი კრიტერიუმები, რომელიც შეუძლიათ, რომ ფალსიფიცირებულად წარმოადგინონ.

„უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში საერთოდ გამოუტოვებული იყო ადამიანის უფლებების და კორუფციის შესახებ თავები, მაგრამ საქართველო უსამართლოდ გაუკრიტიკებიათ. რა თქმა უნდა, ერთია, რომ ეს სერიოზული მექანიზმია და შეიძლება, ბოროტად იყოს გამოყენებული არასწორი ბიუროკრატების ხელში, მაგრამ მეორე ფაქტორია, საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან. საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ჩინეთთან, ევროკავშირს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს. ასეთი თითიდან გამოწოვილი არგუმენტები შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ. ჩვენს მხარეს ერთი არგუმენტია – არ არსებობს დამადასტურებელი სტატისტიკა, რომ საქართველოს გავლით სხვა ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში ქაოტურად შესულიყვნენ. ის ფაქტი, რომ საქართველოს სხვა დანარჩენ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა აქვს, არ გამხდარა ევროკავშირში ქაოტური მიგრაციის საფუძველი. მათ ქაოტურ მიგრაციასთან დაკავშირებით სულ სხვა პრობლემები აქვთ და ეს საქართველოს არ უკავშირდება.

პროცედურების გამარტივება იმას ემსახურებოდა რომ ბიუროკრატების ხელში უფრო მეტი ძალაუფლება აღმოჩენილიყო სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. გაცხადებული აქვთ, რომ ვიზების შეზღუდვის საკითხი ინდივიდუალურად და კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენონ. ვფიქრობ, ესეც დაღეჭილი თემაა. ამ თემით დაშანტაჟებული არაერთხელ ვიყავით. უვიზოდ გადაადგილება კომფორტია, მაგრამ ვერც უამისობა ვერ შეგვიშლის ხელს, რომ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, გვქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა და თანამშრომლობა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთში ვიზიტის წინ ვიზა აიღო და ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურა. იმედი გვაქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ისე არ გაფუჭდებიან, რომ მათი ვიზის აღება ჯოჯოხეთის ტოლფასი იყოს, როგორადაც თვითონ წარმოგვიდგენენ. ეს მათივე ინტერესშია”, – განაცხადა წილოსანი.