1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე

სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება -კახა კალაძე

51
0

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

როგორც კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ფასების რეგულირება იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე გაცილებით მაღალი ფასებია, ვიდრე, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება. არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არის უნდა იყოს. დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, სახელმწიფოს მხრიდან პროდუქტების ფასის რეგულირებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების უარყოფით დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც ქვეყანაში კარგი ხდება.

„მათ ქმედებებს თუ დააკვირდებით, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. პირიქით, დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ ქვეყანას, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების და ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნას აყენებენ. ამას კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამაყობენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატს სჩადიან. ეს არის ჩვეულებირივი დანაშაული, თავიანთი მესიჯბოქსით, განცხადებებით. კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი მოღალატეები, ქვეყნის მტრები არიან და გარედან იმართებიან. რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.