1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბიძომ საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო”-ნიკოლოზ მჭედლიშვილი
“ბიძომ საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო”-ნიკოლოზ მჭედლიშვილი

“ბიძომ საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო”-ნიკოლოზ მჭედლიშვილი

435
0

“მოკლედ, ბიძომ საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო, დაარსა “ხალხის ძალა”, რომელმაც პრო-რუსთა ფლანგი უნდა დაიკავოს, რაც ძალზედ მზარდი სეგმენტია საქართველოში”- ასე ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ქართული ოცნებიდან” 5 დეპუტატის “ხალხის ძალაში”  გადასვლას.

ნიკოლოზ სამხარაძე ვარაუდობს, რომ “ხალხის ძალა”, რომელიც, მისი თქმით, პრორუსულად განწყობილი ელექტორატი უნდა დაიკავოს, პარტიად ჩამოყალიბდება. 

“მოკლედ, ბიძომ საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო, დაარსა “ხალხის ძალა”, რომელმაც პრო-რუსთა ფლანგი უნდა დაიკავოს, რაც ძალზედ მზარდი სეგმენტია საქართველოში. იქით, “ნაცებისაკენ” გახარია ჰყავს გამაგრებული, ცენტრში – “ოცნება”.

მოველი, რომ კიდევ დაარსდება პარტიები “ხალხის ხმა”, “წყლის ძალა”, “ქალთა ბედნიერება” და სხვები…

აი, ჩვენი ოპოზიცია რას აკეთებს, მხოლოდ ეშმაკმა იცის… ეს უინტელექტო მარგინალები მიშას უკანალს უყურებენ და მის ანალიზებს არჩევენ. ხოდა, წააგებენ 100:0-ზე არჩევნებს 2024 წელს,”- წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

 “ქართულ ოცნება” კიდევ 5-მა დეპუტატმა დატოვა და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას “ხალხის ძალას” შეუერთდა. “ქართული ოცნებიდან” გავიდნენ დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია. შესაბამისად, “ხალხის ძალა” საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.