1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ინტერესი ქართულ პოლიტიკაში”-ლიზა იასკო
“მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ინტერესი ქართულ პოლიტიკაში”-ლიზა იასკო

“მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ინტერესი ქართულ პოლიტიკაში”-ლიზა იასკო

393
0

“მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ თავისი ჩამოსვლით დაეხმარებოდა ქვეყნის მომავალს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ეს  საქართველოს მომავლისთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მათზე საუბრის დრო არ არის, ვინც მიხეილ სააკაშვილს უღალატა.   ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

“იმ ადამიანებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გვიყვარს, ერთი წელია ნორმალურად არ გვიძინია. ხოლო იმ ხალხს, რომლებიც მის ირგვლივ არიან, არანაირი ემოცია არ აქვთ, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, ჩემს ქვეყანაში ნადვილი ომია. მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის მოაქალაქეა და ჩვენ ვიცავთ მას. ჩემს პირად ცხოვრებაში არის ორი ომი, ერთი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები და მეორე მიხეილ სააკაშვილის ომი.

მისი თქმით, ვინც უღალატა მიხეილ სააკაშვილს და სპეკულირებდნენ პირადი სარგებლის გამო, მათზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის.

“ვინც უღალატა მიხეილ სააკაშვილს  და სპეკულირებდნენ თავიანთი სარგებლის გამო, ახლა მათზე საუბრის დრო არ არის. იმიტომ, რომ მივუძღვნით მთელ ყურადღებას იმ ხალხს,  რომლებიც არ იმსახურებენ. ეს სხვადასხვა წრის ხალხია, მე დარწმუნებული ვარ,  რომ  თქვენ მათ იცნობთ.

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ინტერესი ქართულ პოლიტიკაში, ერთადერთი, რაც მას სურს, არის დაბრუნდეს თავის სახლში, იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც აქვს. მას მხოლოდ ეს სურს და ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა ლიზა იასკომ
“მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ თავისი ჩამოსვლით დაეხმარებოდა ქვეყნის მომავალს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ეს  საქართველოს მომავლისთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ახლა ეს მთავარი აღარ არის, ხვალ თუ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი აღარ იქნება, აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება ჩვენს საუბარს“, – განაცხადა ლიზა იასკომ “ტვ პირველის” ეთერში.