1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

108
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით: წარსულში ნასამართლევები – 1972 წელს დაბადებულიი.ბ., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., ასევე, ინდოეთის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ა. ტ. და 2001 წელს დაბადებული ს. მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები გადამოწმების მიზნით თბილისში, სხვადასხვა დროს შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ”- ე და „მეთადონი”.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

http://youtube.com/watch?time_continue=2&v=-XvtCKNEI1Y&embeds_referring_euri=https%3A%2F%2Fpolice.ge%2F&embeds_referring_origin=https%3A%2F%2Fpolice.ge&source_ve_path=Mjg2NjY