1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico

ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico

158
0

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გაირკვევა, შეძლებს, თუ არა ბლოკი ერთიანობის შენარჩუნებას, თუ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისი გახლეჩა გამოუვა.

გამოცემის ცნობით, საუბარია რუსულ გაყინულ აქტივებზე. როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, ხსენებული საკითხი ევროპულ მთავრობებს შორის მწვავე პოლემიკის მიზეზი გახდა. ისინი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ რუსეთის აქტივები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეჭრის შედეგად ომით დანგრეული უკრაინის აღსადგენად.

გარდა ამისა, ევროპელმა ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ახალ მსოფლიო წესრიგს და აშშ-ის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას.

„მათ ჩვენი დასუსტება სურთ”, – ციტირებს Politico ერთ-ერთ ჩინოვნიკს ევროკავშირიდან, რომელიც სამიტის მომზადების სამუშაოებში არის ჩართული.

გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ევროპულ საბჭოს მოუწევს გააკეთოს ორი რამ: ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების საკითხებში ხელშესახებ შედეგებს უნდა მიაღწიონ და ამავდროულად მათ ევროკავშირი უნდა დაიცვან მაშინ, როცა თეთრი სახლი წნეხს ზრდის, ხოლო სულ უფრო მეტი ევროპელი ლიდერი – ვიქტორ ორბანით დაწყებული და ანდრეი ბაბიშით დასრულებული – ბრიუსელის საერთო ხედვას ეწინააღმდეგება.

Politico-ს გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინტერვიუდან ამონარიდი მოჰყავს. მერცი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ნდობას მრავალი წლით ძირი გამოეთხრება, თუ ქვეყნები უკრაინის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„ჩვენ ამით მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენი ისტორიის ასეთ გადამწყვეტ მომენტში არ შეგვიძლია გაერთიანება ევროპულ კონტინენტზე საკუთარი პოლიტიკური წესრიგის დასაცავად”, – დასძინა მერცმა.