ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
ბოლო თვეებში ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაც წელს კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას, მომავალ წელს ერთი ორად დაემატება.
„ბოლო თვეებში, ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი, გარკვეულწილად, აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა რაც წელს დააკლდა კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე, მომავალ წელს ეკონომიკას ერთი ორად დაემატება. ენერგეტიკის, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეტყობა. ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი. ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს”, – განაცხადა კობახიძემ.