1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ომი ჩიხშია შესული, სწორედ ეს უნდოდათ, საქართველოში მომხდარიყო, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანას ეს თავიდან აარიდა -შალვა პაპუაშვილი
უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ომი ჩიხშია შესული, სწორედ ეს უნდოდათ, საქართველოში მომხდარიყო, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანას ეს თავიდან აარიდა -შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ომი ჩიხშია შესული, სწორედ ეს უნდოდათ, საქართველოში მომხდარიყო, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანას ეს თავიდან აარიდა -შალვა პაპუაშვილი

111
0

უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყო განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ქვეყანას დამანგრეველი ომისკენ ექაჩებოდნენ.

„გარე ძალები და შიდა ოპოზიცია და „ენჯეოები” როდესაც გვექაჩებოდნენ ომში, ვთქვით, ვინ თუ არა, ქართველებმა ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და მწარე გამოცდილებით ვიცით, როგორ სრულდება ასეთი ომები. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება იყო განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ჩვენ ვიდექით ასეთი დამანგრეველი ომის პირზე, სადაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ შიდა თუ გარე ძალები. ამის საპირწონედ, ვხედავდით ყალბ მჯიღის ცემას, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან იმის გააზრების გარეშე, თუ რას წარმოადგენდა საქართველოში ამგვარი ისტერიის დათესვა. უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩიხშია შესული ეს ომი. გამოსავალი, ომის გაგრძელება – მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა. პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადება სწორედ ამის დასტურია, რომ უკრაინამ ორი ცუდი არჩევანიდან უნდა აირჩიოს. ზუსტად ეს უნდოდათ, ჩვენს თავს მომხდარიყო, ჩვენც რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ. სწორედ ეს აარიდა საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.