1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა

გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა

126
0

გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო იმსჯელებს და განაჩენს ვერავინ დაემალება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა აგენტურითაა გაჯერებული.

„პროკურატურამ გიორგი გახარიას ოფიციალურად ბრალი წარუდგინა და, ჰოი, საოცრებავ, ჩვენს გახარიას, რომელიც პატრიოტი კაცი იყო, აგერ, უცხოეთი ასაქმებს თავის სტრუქტურებში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი პოლიტიკა გაჯერებულია აგენტურით. შეუძლებელია, ადამიანს, რომელიც იძებნება, ბრალი აქვს წაყენებული, უცხო ქვეყნის, გერმანიის მთავრობა ასაქმებს. ეს პირდაპირ მიუთითებს ჩვენს გონივრულ ეჭვზე, რომ ის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდა. ეს შეიმჩნეოდა მის ქმედებებში, მათ შორის ჩორჩანის ნაწილში. გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ. თქვენ იცით, რომ ამ გადაწყვეტილებით მილიონ კვადრატზე მეტი დაკარგა საქართველომ თავისი მონიტორინგის არეალიდან. შესაბამისად, ძალიან ვწუხვარ, რომ პრემიერად წოდებული ბატონი გახარია ასე მარტივად გაშიფვრადია.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო იმსჯელებს და ვერავინ დაემალება განაჩენს. ასე ეგონა სააკაშვილსაც თავის დროზე, მაგრამ, აგერ, ციხეშია გადაბრძანებული. ყველა აგებს პასუხს კანონისა და ქვეყნის წინაშე. გახარიას მიერ მიღებული დაფინანსების სქემის მსგავსი გვყავს თავის დროზე პრეზიდენტად წოდებული, აგენტურის სტიპენდიატი სალომე ზურაბიშვილი. ანალოგიურად, მასაც ქართული ინტერესების გათელვისთვის დაუნიშნეს სტიპენდია. დღე არ გავა, ქალბატონმა სალომემ ჩვენი ქვეყანა რომ არ გააშავოს. გახსოვთ თქვენ მისი განცხადება საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ის ჰყვებოდა, რომ თურმე მომიტინგეებს შუშაც არ ჩაუმტვრევიათო. ნახევარი პარლამენტი გადაწვეს, რამდენი ადამიანი დაასახიჩრეს, მათ შორის ძალოვანი, რომელიც კარგად აღჭურვილი იყო. აი, ასეთი მიდგომის, ასეთი ხელწერის აგენტურა ჰყავს ევრობიუროკრატიას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ზარქუამ.