1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ხვალ, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

ხვალ, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

175
0

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი დაგეგმილი ღონისძიების გამო, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთს.:

გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება.

ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდისკენ გადაადგილება დროებით შეიზღუდება;

წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე უცვლელად შენარჩუნდება;

გადაადგილება შესაძლებელი იქნება კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. ის ავტობუსები, რომლებიც მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, დროებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩით.