1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია” – Kuwait Times
“ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია” – Kuwait Times

“ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია” – Kuwait Times

123
0

„ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია” – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ქუვეითის გაზეთ „ქუვეით თაიმსის“ (Kuwait Times) 5 ნოემბრის ნომერში ინტერვიუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაია ომიაძესთან., რომელსაც საჯივ პიტერი, გაზეთის ბიზნეს-რედაქტორი ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს მდიდარი ისტორია, რომელიც ათასობით წელს ითვლის, ასახულია ქვეყნის უძველეს არქიტექტურაში, რომლის ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ისეთ ეროვნულ ტრადიციებში, როგორებიცაა მრავალხმიანი სიმღერები და საყოველთაოდ ცნობილი კულინარულ ხელოვნება.

გაზეთ „ქუვეით თაიმსისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მაია ომიაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) ხელმძღვანელი, საუბრობს თავისი მისიის შესახებ, რომელიც მსოფლიო კლასის ტურისტულ მიმართულებებში (წელიწადის ყველა დროს) საქართველოს წარმოჩინებას ემსახურება. მაია ომიაძე, რომელსაც ფართო გამოცდილება აქვს როგორც სტრატეგიულ კომუნიკაციებში, საერთაშორისო მარკეტინგში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში, დიდ ძალისხმევას ახმარს მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის გაზრდას და მოგზაურობის მოყვარულთა მიზიდვას სხვადასხვა ქვეყნებიდან.

– ტურიზმი საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორად ითვლება და დიდწილად პოზიტიურ გავლენას ახდენს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე. თუ შეიძლება გვესაუბროთ ტურისტული სექტორის მიერ შეტანილ წვლილზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში?

– საქართველო სწრაფად გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. ამ იმპულსის გასაძლიერებლად ჩვენ ვახდენთ მრავალკომპონენტიანი სტრატეგიის რეალიზებას, რომელიც მიმართულია მდგრად განვითარებაზე… მატულობს სამუშაო ადგილებიც. ჩვენი მიზანია საქართველოს პოზიციონირება  მაღალი ხარისხის მქონე ტურისტულ მიმართულებად წლის ყველა დროში.

ბოლო წლებში საქართველოს ტურისტული ინდუსტრია დამაჯერებელი და მდგრადი ზრდის  დემონსტრირებას ახდენს. 2024 წელს ჩვენს ქვეყანას 7,4 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაშიც ასახულია ზრდის ტენდენცია გლობალური პანდემიის შემდეგ. ტურიზმის წილი საქართველოს მთლიან შიდა პრუდუქტში 7,3%-ს აღწევს, რაც ხაზს უსვამს ამ დარგის როგორც ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენის როლს.

– საქართველოს ხშირად ასახავენ ისეთ ქვეყნად, სადაც ზღვა, მთები, კურორტები და კულტურა ერთ ადგილზეა შეთავსებული. შეგიძლიათ უფრო ფართოდ გვესაუბროთ ამ უნიკალურ შეთავსებაზე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთ უნიკალურ მიმართულებად წარმოაჩენს?

– საქართველოს განსაკუთრებული მიმზიდველობა გამოიხატება მის არაჩვეულებრივ მრავალფეროვნებაში და კომპაქტურობაში ერთ პატარა ტერიტორიაზე. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ადგილი, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ ერთი სტუმრობით ნახონ ზღვა, მთები, კურორტები და გაეცნონ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. სულ რაღაც რამდენიმე საათის განმავლობაში ტურისტები შეუძლიათ მოინახულონ შავიზღვისპირეთი – ბათუმი – და კავკასიის მთების თოვლიან-ყინულოვანი მწვერვალები – სვანეთისა და ყაზბეგის რეგიონებში. ამით ისინი დარწმუნდებიან საქართველოს ლანდშაფტისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნებაში.

და რაც უფრო განსაკუთრებულს ხდის საქართველოს მსოფლიოში, ეს არის მისი ეროვნული კულტურა და ხალხური ტრადიციები. ჩვენი ისტორია გამოხატულია უძველეს არქიტექტურაში – იმ ძეგლებში, რომლებიც იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არიან შეტანილნი. ჩვენ გვაქვს მრავალხმიანი უნიკალური სიმღერები და ვფლობთ საყოველთაოდ ცნობილ კულინარულ ხელოვნებას. საქართველოს მოსახლეობა განთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით. ჩვენთან ბევრი უცხოელი ტურისტი სარგებლობს თანამედროვე კურორტებით და გამაჯანსაღებელი ცენტრებით, სადაც მაღალი დონის მომსახურება და კომფორტია. აი, სწორედ ამ ბუნებრივი სილამაზის, მდიდარი კულტურისა და გულწრფელი სტუმართმოყვარეობის იშვიათი შეთავსება წარმოაჩენს საქართველოს იმ უნიკალურ ადგილად, სადაც ყოველ მოგზაურს დაუვიწყარი შთაბეჭდილების მიღება შეუძლია.

– ქართული სამზარეულო ცნობილია იმით, რომ საოცრად არის შეზავებული ტრადიციული გემოვნება თანამედროვე კულინარულ ხელოვნებასთან. გააცანით ჩვენი გაზეთის მკითხველებს ქართული ეროვნული სამზარეულოს მიმზიდველობის საიდუმლო და ის გამორჩეული თავისებურება, რაც საჭმელებში, ერთი მხრივ, აღმოსავლური და დასავლური გავლენების შეთავსებაში, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული კოლორიტის შენარჩუნებაში გამოიხატება…

– საქართველოსათვის გასტრონომია უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი საჭმელი და კვების წესი – ეს არის ჩვენი სულიერებისა და თვითმყოფადობის ნაწილი. ის, რასაც ჩვენ ვამზადებთ და რითაც სტუმრებს ვუმასპინძლდებით, ასახავს იმას, თუ როგორი ერი ვართ. ქართული ნადიმი – სუფრა – ყოველთვის სიმბოლიზებული იყო და არის მასპინძლის გულუხვობაში, სტუმრებისადმი ერის ისტორიის გადმოცემაში და ერთიანობაში. ნადიმის დროს სუფრის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ემოციებს, ეცნობიან ტრადიციებს და ისტორიას. სწორედ ეს არის ჩვენი ურთიერთობის წესი სხვა ხალხებთან.

ის, რაც ჩვენს სამზარეულოს ნამდვილად უნიკალურს ხდის, არის ბალანსი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – გემოვნების ხელოვნება შეთავსებულია თანამედროვე კრეატიულობასთან. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებით რეგიონების მიხედვით – ქვეყნის ყოველ კუთხეში მომზადებული საჭმელი თავისებურ ინგრედიენტებს შეიცავს, აქვს თავისებური ტექნოლოგია და ტრადიცია. ჩვენ კულინარულ კულტურას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს, მაგრამ ის მაინც ვითარდება და ახალ თავისებურებებს იძენს. მოგზაურებს შეუძლიათ გასინჯონ როგორც მარადიული კლასიკური საჭმელები, ასევე აუტენტური კერძები რეგიონებში, რომელთა მომზადების წესები თაობიდან თაობებს გადაეცემა და მოსახლეობა მათ სიყვარულით ინახავს.

 

წყარო: