1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ერთი წლის წინ პარლამენტში დეპუტატები ტაშს უკრავდნენ ირაკლი ქარსელაძეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არათუ მინისტრსა და მოადგილეზე, არამედ “ქართულ ოცნებაზე” ვრცელდება -გიორგი შარაშიძე
ერთი წლის წინ პარლამენტში დეპუტატები ტაშს უკრავდნენ ირაკლი ქარსელაძეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არათუ მინისტრსა და მოადგილეზე, არამედ “ქართულ ოცნებაზე” ვრცელდება -გიორგი შარაშიძე

ერთი წლის წინ პარლამენტში დეპუტატები ტაშს უკრავდნენ ირაკლი ქარსელაძეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არათუ მინისტრსა და მოადგილეზე, არამედ “ქართულ ოცნებაზე” ვრცელდება -გიორგი შარაშიძე

61
0

ინტერპელაციის ფორმატში ინფრასტრუქტურის ამჟამინდელ მინისტრს გამბედაობა არ ეყო ეთქვა, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე იმ დროს საპარლამენტო გუნდის ლიდერი იყო და მთავრობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.

„მინისტრმა თავად თქვა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო და ამ პროექტების ჯამური ღირებულება ერთ მილიარდ ლარს აღემატებოდა. ამას რომ მინისტრი თავად დაადასტურებს, მგონი, აქ სხვა კითხვები აღარ ჩანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, დაახლოებით, ერთი წლის წინ, ამავე დარბაზში, ეს 89 დეპუტატი ირაკლი ქარსელაძეს ტაშს უკრავდა, მიესალმებოდა და მხარს უჭერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არათუ მინისტრის მოადგილესა და მინისტრზე, არამედ „ქართულ ოცნებაზე“ ვრცელდება. ეს საპარლამენტო კონტროლის კრახს, კონტროლის და ზედამხედველობის ჩავარდნას ნიშნავს.

განსაკუთრებულია საპარლამენტო უმრავლესობის პასუხისმგებლობა. ირაკლი კობახიძე თითქოს კორუფციას ებრძვის, მაგრამ მაშინ ის საპარლამენტო გუნდის ლიდერი იყო, მისი უშუალო მოვალეობა იყო, რომ მთავრობისთვის სათანადო ზედამხედველობა გაეწია. თუ არ ვცდები, ზუსტად იმ პერიოდში იყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. ამასაც რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება, კობახიძემ ვინმე დაარწმუნოს, რომ კორუფციას ებრძვის, როცა კორუფციის სიმბოლოა კახა კალაძე?“ – აღნიშნა შარაშიძემ.

მისივე განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა თბილისის მერიით უნდა დაიწყოს, რადგან ყველაზე მეტი კითხვა ამ უწყების შესახებაა.

„რას ფიქრობთ, კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში იყო და თბილისის მერიაში არ არის? დედაქალაქის მერიაში არავინ შესულა და სათანადოდ არ დაინტერესებულა, რადგან ეს ყველაფერი შიდა კლანური დაპირისპირებაა. რა გგონიათ, კორუფციის წინააღმდეგ რეალურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე? ერთი კლანის მეორეთი ჩანაცვლება ხდება. ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანს კობახიძე-კალაძის კლანი ანაცვლებს. თუ კობახიძეს უნდა, ხალხი დააჯეროს, რომ კორუფციას ებრძვის, მაშინ ეს კალაძით და თბილისის მერიით უნდა დაიწყოს, რადგან ყველაზე მეტი კითხვა ამის შესახებ არსებობს“, – აღნიშნა შარაშიძემ.

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.