1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

679
0

ვერძი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცოტაოდენი რომანტიკა შეიტანოთ. ვენერას ზემოქმედებით შეიძლება მიგიზიდოთ ადამიანმა, რომელიც განსაკუთრებულად მოგეჩვენებათ.
ეს ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, მგზავრობისთვის ან სტუმრების მიღებისთვის.
გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და გულწრფელობა გამოიჩინოთ.
საკუთარი თავისგან მეტისმეტად ბევრს ითხოვთ. ეცადეთ, საღამო მშვიდად გარემოში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

კურო

თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემომყოფებს ყურადღებით დააკვირდეთ — მათ შორის ბევრი მომხიბვლელი ადამიანია.
ნათესავის მოულოდნელი სტუმრობა საღამოს გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ — საკუთარ პრინციპებს არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ.
ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. მიმდინარე საქმეში სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოთ — მოსალოდნელია სარისკო სიტუაციები, მათ შორის – ფინანსური ზარალი.
არ ღირს მკურნალობა ხალხური საშუალებებით. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

ტყუპები

კრიტიკული დღეა პირადი ურთიერთობისთვის. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ ყურადღებას ითხოვს. თუ ეს არ შეგიძლიათ პრობლემებს უნდა ელოდოთ.
ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ. თქვენს წამოწყებებში მხარს მხოლოდ ყველაზე ერთგული მეგობრები დაგიჭერენ, დანარჩენებმა კი ჯობია თქვენი გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ.
ამ დღეს ნაძლევის დადებას და აზარტულ თამაშებს უნდა მოერიდოთ — აქტიური სატურნი თქვენს წარმატებას ბლოკავს, ამიტომ შეიძლება ძალიან ბევრი დაკარგოთ.
თუ სახსრების დაჭიმულობა ან შეშუპება გაწუხებთ, თბილი ზეთით მასაჟი დაგეხმარებათ, მაგრამ თუ პრობლემა სერიოზულია, ჯობია ექიმს მიმართოთ და ფიზიოთერაპია ჩაიტაროთ.

კირჩხიბი

დილიდან კრიტიკული განწყობა გაქვთ, მაგრამ საყვარელ ადამიანთან საუბრის შემდეგ ეს მდგომარეობა გაივლის. შესაძლებელია, ნათესავს, მეგობარს ან ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს.
ფრთხილად იყავით — თქვენი სიკეთე და თანაგრძნობა შეიძლება სხვებმა სარგებლის მისაღებად გამოიყენონ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დისციპლინა დაიცვათ.
არ ღირს საკუთარი თავისა და სხვების მოტყუება — ძვირად ღირებული ნივთები სოციალურ სტატუსს ვერ შეცვლიან. უკეთესი იქნება, თუ თვითგანვითარებაზე და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშავებთ.

ლომი

შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
თუ სილამაზის სალონში ან სტილისტთან ვიზიტს გეგმავთ, ნუ გადადებთ.
ხელსაყრელი დროა ახალი პარტნიორების მოსაძებნად და საქმიანი კავშირების გასაფართოებლად. შეიძლება ურთიერთობის დამყარება მოგიწიოთ იმ ადამიანებთანაც, რომლებიც არ მოგწონთ.
ხელსაყრელი დროა სარისკო ფინანსური გარიგებებისა და ნივთების კრედიტით შეძენისთვის.
დღეს სასარგებლო იქნება ფიზიკური აქტივობა, თუმცა არ უნდა გადაღალოთ — ამან შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.

ქალწული

პირად ცხოვრებაში შეიძლება ნათესავებთან ძველი წყენების გამო პრობლემები გაჩნდეს.
სამსახურში უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება და გაუგებრობები. უმნიშვნელო კამათი ან დაუფიქრებელი ფრაზა შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით. ფულთან დაკავშირებითაც სიფრთხილეა საჭირო — ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მეტისმეტად ბევრს ხარჯავთ.
საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

სასწორი

ვენერას ხიბლი და მარსის მაგნეტიზმი დღეს საოცრად მიმზიდველს გაგხდით. ადამიანებს თქვენი ინტელექტი და პიროვნული თვისებები აღაფრთოვანებს.
დაქორწინებული სასწორი მზად უნდა იყოთ რთული საუბრისთვის, სადაც შესაძლოა ურთიერთბრალდებები გაისმას. შურიანი ადამიანი ზურგს უკან თქვენზე ჭორაობს. შესაძლოა, ცრუ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოგიწიოთ. კოლეგების ან პარტნიორების მოქმედებამ ან უმოქმედობამ შეიძლება თქვენში გაღიზიანება გამოიწვიოს.
ამ დღეს თქვენი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მოიშორეთ ბნელი ფიქრები და იმ სასიამოვნო მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

მორიელი

მოულოდნელად მოიწყენთ და ცხოვრების დღესასწაულში თავს ზედმეტად იგრძნობთ. მოიშორეთ სევდა და ცვლილებებისთვის მოემზადეთ.
ნუ ეცდებით სხვებზე მბრძანებლობას, თორემ კოლეგებთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასას უნდა შეერწყათ და სხვებს უნდა მიჰბაძოთ.
თუ დიდი ხანია სამედიცინო გამოკვლევას გეგმავთ, ნუ გადადებთ — ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

მშვილდოსანი

შეიძლება ამ დღეს ურთიერთობებში კომპრომისებზე წასვლა მოგიწიოთ. გირჩევთ, საყვარელი ადამიანის აზრს მოუსმინოთ და მასთან საერთო ენა იპოვოთ. ცუდი განწყობა მალე გაივლის, მთავარია ახლა ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ.
კოლეგებს გაუხარდებათ, თუ უფროსი თქვენს შეცდომას შენიშნავს, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, მაგრამ შრომისმოყვარეობა და გამძლეობა უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ. თავი აარიდეთ ეგზოტიკურ საკვებს — მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია.

თხის რქა

თუ ჯერ თავისუფალი ხართ, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან შეხვედრამ შეიძლება სიყვარულზე წარმოდგენა მთლიანად შეგიცვალოთ. პიროვნული ხიბლი და გამჭრიახობა ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ, ხოლო ახალი ნაცნობობა არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება.
შესანიშნავი დროა, რომ მადლიერება გამოხატოთ და აჩვენოთ, როგორ აფასებთ თქვენს ცხოვრებაში ახლობელი ადამიანების არსებობას.
სამუშაოს მხრივაც ყველაფერი კარგადაა — ახალი, მათ შორის საკმაოდ გავლენიანი თანამოაზრეები გაგიჩნდებათ. შემოქმედებითი შთაგონება ახალი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორისგან ზედმეტი არ მოითხოვოთ. ეცადეთ, ნათესავებთან ან მეგობრებთან ძველი უთანხმოებები დაასრულოთ.
ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.
კარგია დრო ფინანსური ოპერაციებისთვის, მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და გეგმების შედგენისთვის.
თუ თქვენს გარემოცვაში მტრულად განწყობილი ადამიანი არსებობს, მალე მის ამოცნობას შეძლებთ.
შინაგანი წონასწორობის აღსადგენად მედიტაციას, იოგას ან ფსიქოლოგს მიმართეთ.

თევზები

ბოლო დროს თქვენი მოუცლელობა პირად ურთიერთობებზე უარყოფითად აისახა. დადგა დრო, დაკარგული დრო აინაზღაუროთ! ეცადეთ რეალისტი იყოთ და ახლობლებს ზედმეტი მოთხოვნები არ წამოუყენოთ.
ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება. მარტოხელა თევზების ცხოვრებაში ახალი ადამიანი მოულოდნელად გამოჩნდება და თავისი ინტელექტითა და პიროვნული ხიბლით მაშინვე ყურადღებას მიიქცევს.
ბოლო დროს ბევრი მუშაობა მოგიწიათ რაც უკვე აისახა როგორც თქვენს განწყობაზე, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე — დროა, დაისვენოთ.