1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

143
0

ბევრს მოგზაურობ თუ ცოტას, მნიშვნელობა არ აქვს. შენთვის, მოგზაურობა მარტივი, თავისუფალი და სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს, რომელშიც ყოველდღიური მცირე დეტალები ხელს არ შეგიშლის. თიბისის მობაილბანკი საბანკო სერვისებზე სრულ წვდომას შენი მობილურიდან გაძლევს და ნებისმიერ ოპერაციას სულ რამდენიმე წამში ასრულებ – მარტივად. 

როგორ გავიმარტივოთ მოგზაურობა მობაილბანკით? 

30-ზე მეტი ვალუტის გაცვლა – თიბისის მობილური აპლიკაციით 30-ზე მეტი ვალუტის გაცვლა პირდაპირ ტელეფონიდან, რეალურ დროში განახლებული კურსით შეგიძლია. 

სრული, გამარტივებული კონტროლი ბარათებზე – თიბისის მობაილბანკით ბარათის დაბლოკვა ან განბლოკვა ერთ შეხებით შეგიძლია. რადგან საზღვარგარეთ შენს მობილურ ნომერზე წვდომა ხშირად არ გაქვს, აპლიკაცია შესაძლებლობას გაძლევს, რომ მოწყობილობა სანდო გახადო და მობაილბანკში  ყოველ ჯერზე SMS კოდის შეყვანის გარეშე Face ან Finger ID-ით შეხვიდე.  

მომენტალური გადახდები და დაზღვევა – სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ ყველა გასვლის აუცილებელი პირობაა, თიბისის მობაილბანკით მისი გააქტიურება უშუალოდ აპლიკაციიდან რამდენიმე წამში შეგიძლია. კომფორტული გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ ბარათს ციფრულ საფულეში დაამატებ და სწრაფად, უსაფრთხოდ და ნაღდი ფულის გარეშე გადაიხდი.  

სპეციალური შეთავაზებები კონცეპტის მომხმარებლებს – თუ მოგზაურობამდე თიბისი კონცეპტის მომხმარებელი გახდები, აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომას მიიღებ, რომლითაც ფრენის ლოდინი კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი იქნება.  

გადმოწერე თიბისის მობაილბანკი გამარტივებული მოგზაურობისთვის და მიიღე წვდომა ყველა საბანკო სერვისზე შენი მობილურიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.  

(R)