
საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში, პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის რეზოლუციის პროექტში – ირაკლი კობახიძე
ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის სენატის მიერ განხილული რეზოლუციის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ტრაგიკული მოვლენაა, რაც ხდება ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში. ტრაგიკული მოვლენაა, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა შეიცვლება “, – განაცხადა პრემიერმა.
საფრანგეთის სენატის მიერ განხილული რეზოლუცია იმის შესახებ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ.