1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე, ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის -ბერდია სიჭინავა
არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე, ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის -ბერდია სიჭინავა

არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე, ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის -ბერდია სიჭინავა

230
0

ნებისმიერი რადიკალური სცენარი, საუბარი მშვიდობიან ამბოხებაზე, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამ პროცესში არ ვიქნებით არცერთი წუთით, სადაც ადგილი ექნება რადიკალიზაციას, დაპირისპირებას. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამბოხის თარიღის გამოცხადება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობაა.

„26 ოქტომბრის შემდეგ ადამიანები ძალიან იმედგაცრუებულები არიან. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, ნიჰილიზმი უნდა დავამარცხოთ. როდესაც კონკრეტულ თარიღს ვსახავთ, 4 ოქტომბერს, როდესაც უნდა შედგეს ამბოხი, მე არ მინდა, რომ ადამიანები იმედგაცრუებულები იყვნენ. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობა მგონია, რასაც შეიძლება უზარმაზარი იმედგაცრუება მოჰყვეს, რომლის მართვაც შემდეგ ძალიან რთული იქნება. შემდეგ ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაბრალება არ იყოს, რომ თურმე ეს „ნაცმოძრაობა„ კი არ არის, „რუსთაველის გამზირია“, პაატა ბურჭულაძეა და ბოლოს დააბრალებენ ხალხს, რომელიც თურმე საკმარისი რაოდენობით არ გამოვიდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი „დიდ სისულელეშია გადავარდნილი“ და მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იამზე, რაც მოხდება 4 ოქტომბერს.

„ნებისმიერ რადიკალური დღის წესრიგი, დღეს დასავლეთში გაიყიდება, როგორც ოპოზიციის მარცხი, არანაირ რადიკალურ სცენარს დასავლეთი აქ არ განიხილავს. ეს პროპაგანდაა, რომელსაც „ოცნება“ სალაფავივით აწვდის საკუთარ მოქალაქეებს. „ნაცმოძრაობაში“ და სხვა პარტიებში, სადაც ამ რადიკალიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, არიან აბსურდში. 5 ოქტომბერს დაუძახეთ ამ ადამიანებს, 5 ოქტომბრამდეც და ჰკითხეთ, აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა მოხდება 4 ოქტომბერს ამ ქვეყანაში. ეს მართლა „ტემუდან“ გამოწერილები, რომლებიც ბინძური წარსულით მოდიან.

გახარია გვმოძღვრავსო, რომ ისმის, კი არ გმოძღვრავთ, გიორგი გახარია რჩევებს გაძლევთ, რადგან დიდი სისულელეში ხართ გადავარდნილი და 13 წელია ერთსა და იმავეს სიგიჟეს აკეთებთ, ერთი და იმავე წრეზე დაგყავთ ხალხი. ეს ხალხი უდაბნოდან უნდა გამოვიდეს და სწორ გზას უნდა დაადგეს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის” წასულ პოლიტიკოსებს, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ „ისინი მოკლევადიანი“ პროექტები იყვნენ.

„პატივისცემა თითოეულ მათგანს, მაგრამ როგორც ეს ადამიანები პოზიციონირებენ, მოკლევადიანი პროექტები იყვნენ ამ პარტიისთვის. მოკლევადიან პროექტს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, მაგრამ არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე“, – განაცხადა სიჭინავამ.