1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან სხვა არაფერია, თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება – ასეთი საქციელი არ ეკადრება არცერთ ელჩს – პრემიერი
ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან  სხვა არაფერია, თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება – ასეთი საქციელი არ ეკადრება არცერთ ელჩს – პრემიერი

ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან სხვა არაფერია, თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება – ასეთი საქციელი არ ეკადრება არცერთ ელჩს – პრემიერი

133
0

ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებს არ ეკადრებათ მსგავსი საქციელი.

„რაც შეეხება ჰოლანდიის ელჩის შეხვედრას ხოშტარიასთან, ეს არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ეს არის, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ელჩები ასე არ უნდა იქცეოდნენ, არ ეკადრება არც ერთ ელჩს ასეთი საქციელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერი „ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ მისი ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვას’, კობახიძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება მსგავსი ფაქტი ნიდერლანდების ელჩმა შეაფასოს.

„ალბათ, კარგი იქნება, ნიდერლანდების ელჩმა შეაფასოს ასეთი ფაქტები. თქვენ ხედავთ რამდენად უხეშად მუშაობს ორმაგი სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში. არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს რუსეთის ბიუჯეტიდან, ხაზინიდან, ერიცხებათ თანხები. ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკისა და ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თვითონ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს. ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ამ ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს, 30 კაცი, და ხან მიდიან რუსთაველის გამზირს კეტავენ და ა.შ. ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით. ყველა არის ყალბი, ყველა ეს ადამიანი არის ყალბი და ერთადერთი მათ რაც ამოძრავებთ, არის დაკვეთა, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან, ეს არის ფული, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს ეს სპეცსამსახურები მოქმედებენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან“, – განაცხადა კობახიძემ.