 
                                    თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სენატორ სტივ დეინს შეხვდა
295
								0
			ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინს შეხვდა. ამის შესახებ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატორ, სტივ დეინსთან, ნამდვილ პატრიოტთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნა, არსებული კავშირების განმტკიცება, ასევე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა”,- წერს ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

 
                                                                        
                                                                                                                                            