1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ერთი თვეც არ არის დარჩენილი რუსულ სპეცოპერაციამდე, ეუთო/ოდირის მოწვევა კიდევ ერთი ტყუილი და მანიპულაციაა – ანა წითლიძე
ერთი თვეც არ არის დარჩენილი რუსულ სპეცოპერაციამდე, ეუთო/ოდირის მოწვევა კიდევ ერთი ტყუილი და მანიპულაციაა – ანა წითლიძე

ერთი თვეც არ არის დარჩენილი რუსულ სპეცოპერაციამდე, ეუთო/ოდირის მოწვევა კიდევ ერთი ტყუილი და მანიპულაციაა – ანა წითლიძე

483
0

მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთი თვეც არ არის დარჩენილი ამ რუსულ სპეცოპერაციამდე, ეუთო/ოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი და მანიპულაცია,- ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ეუთო/ოდირის განცხადება, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მისიას არ გამოგზავნის.

როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება“.

„ჩვენ გვახსოვს „ქართული ოცნების“ განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას არ აპირებდნენ ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ფაქტობრივად, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისა, რომ ეუთო/ოდირმა სრულფასოვანი დაკვირვება განახორციელოს ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, „ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურად გადაწყვიტა, რომ უბრალოდ, მიმართოს ეუთო-ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ შექმნან ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში რაღაცნაირი ტიპის არჩევნები ტარდება. რეალურად, ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ეუთო/ოდირის მხრიდან რომ ის პასუხი იქნებოდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ეს აბსოლუტურად ცხადი იყო“,-განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ეუთო/ოდირის დაკვირვება რომ სურდეს, ძალიან კარგად იცის, რა ვადაში უნდა მოიწვიოს ეუთო/ოდირი და რა მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება.

„ეუთო-ოდირი ძალიან ბევრჯერ აკვირდებოდა ამ ქვეყანაში არჩევნებს, მათ შორის ბოლო რუსულ სპეცოპერაციასაც აკვირდებოდა. რეალურად, „ქართული ოცნებისთვის“ ეუთო/ოდირის დაკვირვება ძალიან დიდი პრობლემა არის იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება, არამედ ტარდება რუსული სპეცოპერაცია მოსყიდვით, დაშინებით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევით და ასე შემდეგ“, -განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებისთვის მისიას არ გამოგზავნის. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.