1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი

99
0

ნებისმიერი ანტრეპრენერი კომპანიას ერთი დიდი იდეის გარშემო ქმნის. თუმცა, ყოველდღიურ რუტინაში ბიზნესლიდერები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოპერაციო საკითხებს, ვიდრე სტრატეგიულ მიზნებსა და იდეებს.

თიბისიში კარგად ესმით, რომ ბიუროკრატია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი  შემაფერხებელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, ბანკმა ბიზნესებს ახალი, დისტანციური სერვისი შესთავაზა

სახელფასო პროექტში ჩართვა და თანამშრომლებისთვის ბარათების გახსნა ახლა პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი  და ამისათვის, ფილიალში ვიზიტი აღარ დაგჭირდებათ.

“ბიზნესების დრო ძალიან ღირებულია და ღირებულება ბიუროკრატიაში არ უნდა დაიკარგოს,”-ამბობს თეო აბულაძე, თიბისის სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდის ლიდერი და აქამდე არსებულ პრაქტიკას გვიხსნის.

სახელფასო პროექტის გასაფორმებლად კომპანიის დირექტორი მიდიოდა ბანკის ფილიალში და დოკუმენტებზე აწერდა ხელს. ახალი სერვისის საშუალებით, ყველა ამ ეტაპის გავლა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი.

  • ბიზნეს ინტერნეტბანკში გენერირდება ხელშეკრულება, რომლის დადასტურება ონლაინ რეჟიმში ხდება;
  • ინტერნეტბანკშივე დაგხვდებათ მარტივი შაბლონი, რომლის შევსების და ატვირთვის შემდეგ, თანამშრომლებისთვის სახელფასო ანგარიშები ავტომატურად იხსნება;
  • მოთხოვნის დამუშავება და დოკუმენტაციის შემოწმება მაქსიმალურად ოპერატიულად ხორციელდება.

„ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებს და ვცდილობთ, მათზე მორგებული კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ახალი სერვისი ორგანიზაციას დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტვიებს“, –  ამბობს თეო აბულაძე.

სახელფასო ბარათებზე თიბისის გამორჩეული და განსხვავებული პირობები, ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აქვს. ეს  იმას ნიშნავს, რომ პროექტი  თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

 

თუ ონლაინ პროცესებს ფიზიკურ სივრცეში სტუმრობას ამჯობინებთ, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია.

 

სიახლის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თიბისის ცხელ ხაზზე,  ან ფილიალში სტუმრობისას მიიღებთ.

(R)